პოლიამორიული ქორწინება ლეგალიზაციას ელოდება?

24.07.2019 საკითხავი 33 0 0.0

Загрузка...

image

საუკუნეების განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობა დაფუძნებული იყო მონოგამურ ურთიერთობებზე: ორი ერთად და სამუდამოდ, თუმცა დღეისთვის სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ქორწინება(50%) გაყრით მთავრდება-ეს იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ ტრადიციული ურთიერთობის მოდელი მოძველდა და ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შემდეგ, პოლიამორიული ქორწინება რიგში დგას და ლეგალიზებას ელოდება.

დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც პოლიამორულ(სიტყვით ნიშნავს მრავალ სიყვარულს-ანუ ერთდროულად ერთზე მეტი ინტიმური ურთიერთობის ქონის პრაქტიკა) ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას.

ფრენკლინ ვო - იხსენებს ბავშვობაში მოსმენილ ზღაპარს, სადაც პრინცესას ტანჯავდა ერთი დილემა, ორი თაყვანისმცემლიდან უნდა ერჩია ერთი, პატარა ფრენკლინი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ შეეძლო პრინცესას ორივეზე ერთდროულად გათხოვილიყო?

თუმცა, ახლა როცა გაიზარდა, მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ ფუჭი ცნობისმოყვარეობა, მას არც არასდროს ჰქონია მონოგამური ურთიერთობის სურვილი.

"პირველი სექსუალური კავშირიც კი ორ გოგონასთან მქონდა ერთდროულად სკოლის გამოსაშვებ საღამოზე"ამბობს ფრენკლინი.

ამჟამად, იგი ერთჭექვეშ ცხოვრობს მუდმივ სექსუალურ პარტნიორ ქალთან და მის ბოიფრენდთან ერთად, კავშირი აქვს კიდევ ოთხ გოგონასთან.

ნატაშა 27 წლის:4 წელია ურთიერთობაში ვარ ერთ ბიჭთან, აქედან 2 წელია ჩვენ პოლიამორები ვართ.ჩემთვის ურთიერთობა ერთთან მოსაბეზრებელი გახდა, სულ სხვისკენ ვიყურებოდი, მხოლოდ დიდმა სიყვარულმა გამაძლებინა მასთან 2 წელიწადი მონოგამურ ურთიერთობაში, მისი ღალატიც არ შემეძლო, ამიტომ ჯერ შევთავაზე ასეთი რამ:ორ ქალთან ერთდროულად სექსი, თავიდან იგი ჭოჭმანობდა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა, მოვიყვანე ჩემი დაქალი და მოვსინჯეთ სექსი სამმა.ამის შემდეგ ის ცოტა მოეშვა, დღეისთვის ის ძალზე კმაყოყოფილია ასეთი ფორმატით, ვფიქრობ, რომ ის შინაგანად ყოველთვის პოლიამორიული იყო, უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი ზღუდავდა მას.ამჟამად მე ვიცი მისი ყოველი კონტაქტი, მან კი ჩემი, ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვართ და არ არის ჩვენს შორის ეჭვიანობა, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ."

image

ჯოშის არიზონადან ერთდროულად სამ გოგონასთან-სარა, ალისა და მერისთან აქვ ურთოერთობა, თავად გოგონები ამტკიცბენ, რომ ასეთი ურთიერთობა სრულიად დამაკმაყოფილებელია მათთვის.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოში და სარა შეხვდნენ ბისექსუალ ალისას, მათ კი ცოტა ხანში შემოემატათ მერი.

image

ფოტოზე: ჯოში სარა, ალისა და მერისთან ერთად.

ოთხეული ამტკიცებს, რომ მათ არასდროს შექმნიათ პრობლემები ეჭვიანობის გამო."მოითხოვდე ყველაფერს ერთი ადამიანისგან-უბრალოდ არასამართლიანია"-აღნიშნავს ჯოში, რომელიც თვლის, რომ მონოგამოური ურთიერთობა ძლიერ ტვირთად აწვება ადამიანებს.

"მონოგამია მაშინ გახდა მოთხოვნადი, როდესაც ჩვენი წინაპრები მომთაბარე ცხოვრებიდან მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდნენ, სავარაუდოდ ამის მიზეზი სხვებთან ერთად ეკონიმიურიც იყო, რის შედეგადაც მამას ადვილად შეეძლო გადაეცა მემკვიდრეობა შვილებისთვის-თუნდაც მიწები-ამბობს სამართლის პროფესორი ჰადარ ავირამი ჰასტინგის კოლეჯიდან-იდეალურ ვიქტორიანულ ეპოქაში "მონოგამური" ურთიერთობა ჩაანაცვა "რომანტიკულმა სიყვარულმა".

"იდეა იმის შესახებ, რომ სექსუალური პარტნიორი უნდა იყოს მხოლოდ ერთი, არც ისე დიდი ხანია არსებობს, მიუხედავად ამის დღესაც კი მონოგამური ურთიერთობა არ არის დომინანტი დედამიწაზე, კვლევების თანახმად, პლანეტის მოსახლეობის 83% -თვის პოლიგამია მისაღებია ფორმაა"-ამბობს ჰადარ ავირამი.

ინტენრეტპლატფორმა OpenMinded.com -ის შემქმნელი ბრენდონ უაიდი აღნიშნავს, რომ "პოლიამორიული ურთიერთობა" არის "ზნეობრივი ორგულობა":

საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ თანამედროვე ქორწინება უკვე ვერ აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნებს და საჭიროებს მოდიფიკაციას.ფორმატი "მამაკაცი-ქალი" აღარ აკმაყოფილებთ.

სწორედ ამიტომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოუწოდებს კანონმდებლებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების კვალდაკვალ დაკანონდეს პოლიამორიული ქორწინებაც.

image

წყარო

პოლიამორიული, ლეგალიზაცია, ელოდება, ქორწინება

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar