პრეზიდენტმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღო

29.09.2019 ახალი ამბები 71 0 0.0

Загрузка...

შეწყალების სკანდალზე გამოსაკითხ პირთა სია იზრდება. პროკურატურაში დღეს დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იყვნენ დაბარებულები.  თუმცა, მედიისთვის ბევრი რამ ისევ უცნობია. საგამოძიებო უწყება გამოკითხულ პირებთან გაუთქმელობის ხელწერილს აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მედიასთან ღიად საუბრის უფლება არ აქვთ.

მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სკანდალს პირველად გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება. პირველი კომენტარი პრეზინდენტმა შეერთებულ შტატებში გააკეთა და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღო.

"მივიღე გადაწყვეტილება ჩემით, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია და მიმდინარეობს. მიდის გამოძიება, დაველოდოთ. მე მაქვს სრული ნდობა გამოძიების და რაც ხდება.  სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა იმ საქმეებიდან, თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე, ვინ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ: არცერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არაა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალებებზე პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება ოპოზიციას ეჭვებს უჩენს. პოლიტიკოსების აზრით ზურაბიშვილმა ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო და გამოძიებაც ფორმალურია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შესაწყალებელთა სია არა ათონელის რეზიდენციაში, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში დაიწერა.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და გამოძიების დასრულებას ელოდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების ფონზე პროკურატურა სკანდალური შეწყალებების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. დღეს გამოპკითხული გაბუნიას პარტნიორებამდე გამომძებლებმა თავად გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გამოკითხეს. პროკურატურაში დაბარებულებს შორის იყო ანგი ხუციშვილი, რომელიც შეწყალებულთა სიის შემდგენ მთავარ ფიგურანტად დიმიტრი გაბუნიამ დაასახელა.


სრული, პასუხისმგებლობა, პრეზიდენტი

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar