ფსიქოლოგებმა ყველაზე ხშირად ნანახი სიზმრები ახსნეს

13.02.2019 საკითხავი 13 0 0.0

Загрузка...

image

კაცობრიობა შექმნის დღიდანვე ცდილობს, ახსნას სიზმრების იდუმალება. დღეს სპეციალური მეცნიერული განხრაც კი არსებობს მათ შესასწავლად, რომელსაც ონეიროლოგია ეწოდება. მათ, ვისაც მეცნიერებას ეზოთერული მხარე ურჩევნიათ, შეუძლიათ სხვადასხვა წიგნებში იპოვონ ამა თუ იმ სიზმრის ახსნა და დაიჯერონ, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. თუმცა, ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ სიზმარი ადამიანის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს და ჩვენი ქვეცნობიერი ასე ცდილობს, დროდადრო შეგვატყობინოს რაღაც მნიშვნელოვანი.

Bright Side-მა დაადგინა, რომ არსებობს სიზმრები, რომლებიც ყველას გვესიზმრება. მათ ჩვენი ანტიკური ინსტინქტები, კულტურული კოდი, წინაპრებისა და პირადი გამოცდილება განაპირობებს. ფსიქოლოგი და ექსპერტი სიზმრების სფეროში, პატრიცია გარფილდი, მათ "უნივერსალურ სიზმრებს"უწოდებს და ამბობს, რომ მართალია ამ სახის სიზმრები ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ხედავს მათ, მაგრამ ფუძე მაინც ერთი აქვთ. უნივერსალური სიზმრები კაცობრიობასავით ძველია და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

1. ვარდნა

image

ფსიქოლოგ იან უოლასის თქმით, სიზმარში ვარდნა კონტროლის დაკარგვის შიშის სიმბოლოა. ხშირ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა, რის გამოც ყველაფრის კონტროლი აღარ შეგიძლიათ. კარგად დაფიქრდით, ცხოვრების რომელ სფეროში (სამსახური, პირადი ურთიერთობა, ფინანსები, ჯანმრთელობა) გრძნობთ თავს ყველაზე უსუსურად და იფიქრეთ პრობლემის მოგვარების გზებზე.

ზოგი მეცნიერი სიზმარში ვარდნას მარტივი ფსიქოლოგიით ხსნის: როცა სხეული ძილში იძირება, ნერვული სისტემა მშვიდდება, სისხლის წნევა ეცემა, გულისცემა ნელდება და ტვინი (განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღის განმავლობაში ბევრი მუშაობით არის გადაღლილი) ამას საფრთხედ აღიქვამს, რის გამოც უცებ გაღვიძებთ.

ამ სიზმრის საწინააღმდეგო სიზმარია ფრენა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ტვირთი მოგეხსნათ და მძიმე საფიქრალისგან გათავისუფლდით.

2. მომძვრალი კბილი, ტკივილი და სიკვდილი

image

ჩვენი ქვეცნობიერი კბილს იარაღად აღიქვამს, ამიტომაც, როგორც ფსიქოლოგი პენი პირსი ხსნის, სიზმარში მომძვრალი კბილი იმას ნიშნავს, რომ თავს შეუიარაღებლად, დაუცველად და უიმედოდ გრძნობთ.

სიზმრების ექსპერტი პატრიცია გარფილდი სიზმარში მომძვრალ კბილს ფარულ ბრაზთან აკავშირებს. როგორც წესი, როცა ვბრაზდებით, ყბებს ერთმანეთს ვაჭერთ, რის გამოც შეიძლება კბილებმა ჭრაჭუნი დაიწყოს. ასე რომ, ეს სიზმარი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ დროა, გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან.

ხშირია სიზმრები, როცა ჩვენს ახლობელს დაჭრილს, ავადმყოფს ან გარდაცვლილს ვხედავთ. ასეთი სიზმრები ნეგატიურ ემოციებს იწვევს, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ეს სიზმრები, უბრალოდ, მომავლის და ახლობლების დაკარგვის შიშს გამოხატავს. ხოლო თუ საკუთარი სიკვდილი დაგესიზმრებათ, ესე იგი თქვენი რაღაც ნაწილი მართლა მოკვდა, რამაც ადგილი გაუთავისუფლა ახალ, სუფთა ნაწილს.

ამ სიზმრის საწინააღმდეგოა ბავშვის გაჩენა, დაბადება, რაც ხშირად მაშინ გვესიზმრება, როცა ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდება (სამსახური, პროექტი ან სხვა) და ახალი გამოცდილების სიმბოლოა.

3. გამოცდაში ჩაჭრა ან საჯარო სირცხვილი

image

სადაცაა, გამოცდა დაიწყება და უცებ აანალიზებთ, რომ არაფერი იცით, ან ხალხის წინაშე დგახართ და ხმის ამოღება არ შეგიძლიათ. ასეთი სიზმრები მარტო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს კი არა, მათაც შეიძლება დაესიზმროთ, ვინც სწავლა დიდი ხნის დაამთავრა. ეს სიზმარი იმას ნიშნავს, რომ დაძინებამდე უმნიშვნელო სტრესი გქონდათ ან რაღაცაზე ძალიან ინერვიულეთ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით დაისვენებთ და განიტვირთებით.

4. შეუფერებელი ტანსაცმელი ან სიშიშვლე

image

შეიძლება დაგსიზმრებიათ, თითქოს საზოგადოებაში მიუღებელი ტანსაცმლით გამოდიხართ, ან საერთოდ შიშველი ხართ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ გრძნობებს, თუ რა განიცადეთ სიზმარში. როგორც წესი, ამ დროს სირცხვილის გრძნობა აწუხებთ. ფსიქოლოგ იან უოლასის თქმით, თუ ასეთი სიზმარი გესიზმრებათ, შეიძლება თავს უსუსურად გრძნობდეთ ახალ სამსახურში ან ახალ ურთიერთობაში და გეშინოდეთ, რომ სხვები გაიგებენ თქვენი სისუსტის შესახებ.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სირცხვილის მაგივრად სიზმარში სიამაყე იგრძენით, მას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში ყურადღების ნაკლებობას გრძნობთ; გინდათ, რომ სხვებმა გაღიარონ, ნახონ და დააფასონ როგორც თქვენი ტალანტი, ასევე თქვენი პიროვნული მხარე.

თუ ახლო მომავალში მნიშვნელოვან ღონისძიებას უნდა დაესწროთ და გესიზმრებათ, რომ თქვენ ან თქვენი მეგობარი საზოგადოების წინაშე მიუღებელი ტანსაცმლით წარდექით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით რაღაც ეჭვები გაქვთ და არ ხართ დარწმუნებული, გინდათ თუ არა წასვლა. მაგალითად, შესაძლოა, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე პატარძალს საქმრო კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი დაესიზმროს.

5. შეგრძნება, თითქოს მოგდევენ

image

ასეთ სიზმრებს რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. სიზმრების ექსპერტი ლაური ლოუენბერგი ამბობს, რომ ასეთი სიზმრები უმეტესად იმ ადამიანებს ესიზმრებათ, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ კონფლიქტების არიდებას და ერიდებიან სიტუაციის გამწვავებას.

ყურადღება მიაქციეთ, რა ან ვინ მოგდევთ სიზმარში - ეს იმის სიმბოლოა, რისგან ან ვისგან გაქცევასაც ცდილობთ ცხოვრებაში. თუ ნაცნობი ადამიანი მოგდევთ, კარგად დაფიქრდით, ვისთან ან რასთან ასოცირდება ის. შეიძლება ის თქვენივე გრძნობასთან ასოცირდებოდეს, რომლის აღიარებაც არ გინდათ.

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ასეთი სიზმრები, უბრალოდ, პრიმიტიული ინსტინქტების გამოძახილია, რომლებიც ჩვენს გენებში ჩვენი წინაპრების წყალობით დღესაც არსებობს, რადგან მათ ყოველთვის უწევდათ მტაცებლებისგან გაქცევა.

6. კატასტროფა ან აპოკალიფსი

image

ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც დასიზმრებია ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფა, რის დროსაც ჩვენი და ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთი სიზმარი შეიძლება მიუთითებდეს პირად პრობლემაზე, რომლის გაკონტროლებაც უკვე შეუძლებელია ან რაღაცის შიშზე. რა თქმა უნდა, მედიაში ყოველდღიურად გადმოცემული ამბები ტერორისტული ქმედებებისა და კატასტროფების შესახებ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და თავს უფრო და უფრო დაუცველად ვგრძნობთ თანამედროვე სამყაროში.

ზოგჯერ, როცა კოშმარს ვნახულობთ, ყვირილს ვცდილობთ, მაგრამ ხმა არ გვაქვს, რაც კიდევ უფრო გვაშინებს. ფსიქოლოგები ამას ძილში პარალიზებას უწოდებენ. ძილის ბოლო ფაზაში, როცა სიზმრებს ვნახულობთ, ჩვენი ტვინი მიზანმიმართულად "აპარალიზებს" სხეულს, რათა ვიწვეთ მაშინაც, როცა სიზმარში დავრბივართ, ვხტებით ან ვცეკვავთ. ზოგი ადამიანი სიზმრის ბოლო ფაზის დამთავრებამდე იღვიძებს და ცოტა ხნით გაურკვევლობაშია, სანამ სიზმრიდან სრულად გადმოვა რეალურ სამყაროში, ამიტომაც შეიძლება ვერ გაინძრეს, ვერ ილაპარაკოს და სუნთქვაც კი გაუჭირდეს.

7. გაფუჭებული მანქანა

image

დაგსიზმრებიათ, თითქოს მანქანის ან ტექნოლოგიის გამოყენებას ცდილობთ და ის ფუჭდება?! მაგალითად, დარეკვა გჭირდებათ, მაგრამ მობილური დაუყოვნებლივ ითიშება. პატრიცია გარფილდის თქმით, ასეთი სიზმრები უმეტესად ქალებს ესიზმრებათ და იმას ნიშნავთ, რომ პირად ურთიერთობაზე წუხან, მხარდაჭერა აკლიათ და რთულ სიტუაციასთან მარტო გამკლავება უჭირთ.

8. ორსულობა

image

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ორსულობა მხოლოდ ქალებს კი არა, კაცებსაც ესიზმრებათ. ფსიქოლოგ დეივიდ ბრედრიკის თქმით, სიზმარში ორსულობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენში რაღაც ახალი იზრდება, შეიძლება ეს იყოს ახალი წარმატებული პროექტი, წიგნის დაწერის ან სახლის გარემონტების იდეა. დროა, მიზანი დაისახოთ და აჩვენოთ მსოფლიოს, როგორ მიაღწევთ მას.

9. დაგვიანება

image

ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ, თითქოს ტრანსპორტზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებენ. სიზმრების ექსპერტ მაიკლ ოლსენის თქმით, ეს ურთიერთობაში ან ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანი რამის დაკარგვის შიშის სიმბოლოა. თუ რეალურ ცხოვრებაში ძალიან დატვირთული ხართ და დასასვენებლად დრო არ გრჩებათ, თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს, ასე მიგანიშნოთ, რომ დროა, თქვენს გრაფიკს გადახედოთ და ცოტა დრო გამოითავისუფლოთ.

10. იდუმალი ოთახი

image

ასეთი სიზმრები საკუთარი თავის შეცნობის სურვილზე მიანიშნებს. თუ სიზმარში უცხო ოთახში აღმოჩნდებით, ესე იგი საკუთარ თავს კარგად არ იცნობთ და თქვენი პიროვნების გარკვეული მხარის უარყოფას ცდილობთ. განცალკევებული იდუმალი ოთახი კი იმას ნიშნავს, რომ გაქვთ დაფარული ტალანტი, უნარ-ჩვევა ან შესაძლებლობა, რომელსაც არ იყენებთ.

ფსიქოთერაპევტი ედი ტრავერსა ფიქრობს, რომ ჩვენ ქვეცნობიერად გარკვეულ ოთახებს გარკვეულ პროცესებთან ვაკავშირებთ. სამზარეულო არის ოთახი, სადაც პროდუქტები მზა საჭმლად გადაიქცევა, ანუ ამ ოთახის დასიზმრება ნიშნავს, რომ შიდა-ცვლილებებს განიცდით. სააბაზანო ოთახი არასაჭირო ტვირთისგან გათავისუფლების სიმბოლოა. გჭირდებათ, თქვენი ცხოვრება უსარგებლო რაღაცებისგან გაწმინდოთ ან ახლებურად შეხედოთ მათ. საძინებელი ოთახი კი გამოხატავს სადარდებელს, რაც რომანტიკულ ურთიერთობაში გაწუხებთ.

წყარო

ხშირი, ნანახი, ფსიქოლოგები, სიზმრები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...