ფულის კარმა - ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ

19.09.2019 ასტროლოგია 39 0 0.0

Загрузка...

ადამიანი გამდიდრებაზე თუ არა, ხელგაშალილად ცხოვრებაზე ოცნებობს. ზოგს ფული ეძლევა, მაგრამ თითქოს თვალსა და ხელშუა უქრება, ზოგიც აზარტულ თამაშებში იმდენ ფულს შოულობს, რომ დახარჯვას ვერ ასწრებ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებასა და გამოასწორეთ ფულის კარმა.

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იყავით ლმობიერი, გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გაიზიარეთ მათი ტკივილი და ისიამოვნეთ მათი სიხარულით.
თუ ადამიანს შურს სხვისი სიხარული, თავად სიარულს ვერასდროს მიაღწევს. შურისგან მხოლოდ თქვენ იტანჯებით და არა ის, ვისიც გშურთ.
ნურავის გაუკეთებთ ცუდს. ნურც გაიფიქრებთ ამას.

შეძლებისდაგვარად, თუ გაქვთ ფულით, რჩევით, დაპირებით დაეხმარების საშუალება ნურავის ეტყვით უარს. ხვალ შეიძლება ისინი თქვენ დაგჭირდებთ და ხალხმაც ზურგი შეგაქციოთ, - ეს კარმაა. ხოლო, თუ დაეხმარებით, დაივიწყეთ, არავისთან თქვათ და მით უმეტეს, იტარაბახოთ.
მოერიდეთ ხალხის განსჯას, მათი ქცევა, მათი კარმაა.

გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც ოდესღაც დახმარება გაგიწიეს, მოძებნეთ მათთვის სიკეთის გადახდის საშუალება.
მოძებნეთ სახლში თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთები და გააჩუქეთ ისინი. ძველ ნივთებს (დაგუბებული ენერგია), ახლები (ახალი ენერგია) შეცვლის.

შემოსავლიდან 10 პროცენტი მაინც გაიღეთ ქველმოქმედებისთვის. რეგულარული სიკეთე შემოსავალს კიდევ უფრო 
გაგიზრდით. მაგრამ ამჯერადაც არავის გაუმხილოთ თქვენი სიკეთე.

მოიწესრიგეთ ფულის ენერგია. თუ ხანგრძლივი დრის მანძილზე უფულოდ ხართ, ე.ი. ფინანსებთან "კონფლიქტი" უნდა მოაგვაროთ:
იყავით კეთილგანწყობილი ფულის, კუპიურების მიმართ. არასდროს ჩადოთ საფულეში დაკუჭული, მოუწესრიგებელი თანხა. თითოეული კუპიურა გაასწორეთ და ისე მოათავსეთ საფულეში. ფულს ჯიბეში ნუ ჩაიკუჭავთ. დახეული ფული, ან გამოუსადეგარი ხურდა (ერთ და ორკაპიკიანები) არა გადაყაროთ ქუჩაში, ბანკში მიიტანეთ.

ზოგჯერ, გაუვალ მდგომარეობაში ჯადოსნურად ჩნდება ადამიანი, ან სიტუაცია, რომელიც გვეხმარება ფულად პრობლემების მოგვარებაში. დროის გასვლის შემდეგ ადამიანი ივიწყებს ბედის სიკეთეს. ეცადეთ მადლიერი იყოთ ფორტუნის.

არასდროს იწუწუნუთ, არავის შეადაროთ საკუთარი ბედი. იყავით განგების მადლიერი. ყოველ დილ-საღამოს მადლობა გაუგზავნეთ სამყაროს, მადლიერი იყავით იმით, რაც გაქვთ და კიდევ უფრო მეტი მოგეცემათ. შეგიძლიათ ამდაგვარი ტექსტი თქვათ: "მე მადლიერი ვარ ჩემი ბედის, ვიცი, რომ ის ცუდს არ მომივლენს. მე მიყვარს ჩემი საქმე, მე დავეხმარები ჩემს მეგობრებს, ახლობლებს (გავუნაწილებ ლუკმას, სამოსს და ა.შ.). ჩემი პრობლემები ჩემს სასიკეთოდ მოგვარდება".

გამდიდრებას გისურვებთ!

რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ფულის კარმა - ის

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar