ყალბი სოლიდარობა მაფიქრებინებს, რომ 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა - ბესელია

05.02.2019 ახალი ამბები 195 0 0.0

Загрузка...

(რეზონანსი) ეს ყალბი სოლიდარობა, რომლის იქეთ სამწუხაროდ არაგულწრფელი დამოკიდებულება იკითხება, მაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში, 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია აკეთებს.

"არც მეტი და არც ნაკლები - ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს გარკვეული ჯგუფები თავს ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ახვევდნენ. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი და მთავარი იდეა, რისთვისაც ჩვენ 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანეთ.

რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო

ყალბი, დიდი, სოლიდარობა, ეკა ბესელია, გამოწვევა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar