ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

09.07.2018 ახალი ამბები 12 0 0.0


loading...
Загрузка...

ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ყვარლის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ციხე წარმოადგენს ციხე-გალავანს, დამახასიათებელს მე-17-18 საუკუნეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს სათავდაცვო სისტემისათვის, რომლის დანიშნულება იყო მტრის შემოსევისას გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობის შეფარება და დაცვა.

ყვარლის ციხე გვიანდელი შუა საუკუნეების კახეთის ციხეებში ერთ-ერთი უდიდესია. ციხეს რესტავრაცია 1985-87 წლებში ჩაუტარდა.

"ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას მაგრამ ბოლოს თოფ-წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას ყმობიდან განთავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდენენ რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ,"- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

imedinews.ge

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო


სტატუსი, ძეგლი, კულტურული, ციხე, მიენიჭა, ყვარელი, მემკვიდრეობა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...