ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი

08.11.2018 კულინარია 21 0 0.0

Загрузка...

ყველის შენახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახასიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
ახლახან სოციალურ ქსელში ყველის შენახვის განსხვავებული მეთოდი გამოჩნდა, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ პოსტის ავტორისეულ ყველის შენახვის რეცეპტს, რომელიც თურმე, ბებიამ ასწავლა:

"სამი ლიტრი წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 კილოგრამი მარილი და ნახევარი ჭიქა შაქარი. ადუღეთ 10 წუთი და მდუღარე დაასხით ქილებში გამზადებულ ყველს. რაც მოგრჩებათ, არ გადააქციოთ, ყველი იშრობს წყალს და დილით იგივე წათხი დაამატეთ, მჭიდროდ მოარგეთ ქილას თავსახური ან მოხუფეთ. 

სამლიტრიანებს ვხუფავ, ხოლო დიდი მინის ჭურჭელს თავის თავსახურს ვახურავ. ჭურჭელს კარგად უნდა ეჭირებოდეს თავსახური. როცა დაასხამთ ცხელ წათხს და დაახურავთ, დილით დახედეთ და მორჩენილი წათხი დაამატეთ. 
ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება".

რეცეპტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ალბათ ღირს, რომ დასაწყისისთვის 1 ქილის შენახვა მაინც ვცადოთ. მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველი იაფიცაა და რაც მთავარია, უფრო გემრიელი. მინის ქილები კი გემოს უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე პლასტმასი, ეკოლოგიურადაც უფრო ჯანსაღია. 

წყარო

მეთოდი, ყველი, მინა, ბებო, ქილები, ნასწავლი, შენახვა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...