ყვითელი ბარდის კატლეტი

25.04.2019 კულინარია 148 0 0.0

Загрузка...

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.

ინგრედიენტები:

მშრალი ბარდა - 200 გრ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - ნახევარი კონა
ხორბლის ფქვილი - 2 ს/კ
სახამებელი - 1 ჩ/კ
კურკუმა - ნახევარი ჩ/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
მზესუმზირის ზეთი - 2 ს/კ
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. დაალბეთ ბარდა წყალში ერთი ღამით. დილას გარეცხეთ, დაასხით ახალი წყალი და ხარშეთ დარბილებამდე. დრო და დრო ქვაბს მოურიეთ და მოქაფეთ.

2. მოხარშულ ბარდას გადაუწურეთ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი, კურკუმა, მარილი და შავი პილპილი. დააბლენდერეთ ან ჩაჭყლიტეთ და პიურე გააკეთეთ.

3. ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. 
2. წუთში დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. ბოსტნეული მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე სტაფილოს დარბილებამდე.

4. ბარდის პიურეს დაუმატეთ 2 ს/კ ხორბლის ფქვილი, 1 ჩ/კ სახამებელი, მოთუშული ბოსტნეული და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. თუ საჭიროა, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

5. ჟარონზე დააფინეთ პერგამენტი და მოუსვით მცენარეული ზეთი. გააკეთეთ პიურესგან კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და დააწყვეთ ჟარონზე. კატლეტებს ზემოდან და გვერდებზე წაუსვით ზეთი.

6. ბარდის კატლეტები აცხვეთ ღუმელში 210 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ, გაახვიოთ ლავაშში, დაამატოთ კიტრი, პამიდორი, სალათის ფურცლები.

გემრიელად მიირთვით!

ავტორი: ირმა ჯოხაძე


რეცეპტი, იაფი, მარტივი, ყვითელი, კატლეტი, ბარდა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar