რა ასუქებს სხვადასხვა სახის ტანის ფორმებს

15.05.2019 ჯანმრთელობა 25 0 0.0

Загрузка...

image

სხეულის ფორმები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და ამას განაპირობებს კვების რეჟიმი, ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობა და ჰორმონული მდგომარეობა.

სხვადასხვა სახის ტანის ფორმას სხადასხვანაირად სჭირდება ცხიმები, ნახშირწყლები და შაქარი.

ის, თუ რა სახის პროდუქტი უნდა მიიღოთ იმასთვის, რომ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ფიგურა, დამოკიდებულია ტანის ფორმაზე.
 

1. ბ ა ნ ა ნ ი

საშუალოზე მაღალი სიმაღლე.

მხრები, წელი და თეძო დაახლოებით ერთი ზომისაა.

ზედმეტი წონა ჩნდება მუცლისა და თეძოს არეში, ხოლო ფეხები და ხელები რჩება გამხდარი.

თუ თქვენ „ბანანის“ ფორმის სხეული გაქვთ, ზედმეტი წონისაგან თავის ასარიდებლად უნდა მოერიდოთ ცხიმებს. როგორ წესი, „ბანანის“ ტანის მქონე ქალბატონები მარტივად ხდებიან, ამიტომ ნაკლებად ცხიმიან საკვებთან ერთად, უნდა იაროთ ფეხით და მარტივი ვარჯიშები გააკეთოთ.

2. ვ ა შ ლ ი

მხრები თეძოზე ფართეა.

სხეულის ზედა ნაწილი ქვედაზე მსხვილია.

ლამაზი ფორმის თეძო და ფეხები.

ფართო გულმკერდი და მუცელი.

ზედმეტი წონა ჩნდება მუცლის არეში.

თუ თქვენ გაქვთ „ვაშლის“ ფორმის სხეული, უნდა მოერიდოთ ნახშირწყლების მიღებას. ამ ფორმის მქონე ადამიანებს იშვიათად აქვთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა უფრო დახვეწილი ფიგურის მისაღებად საჭიროა ვარჯიში!


 

3. მ ს ხ ა ლ ი

3. ქვიშის საათი.

სხეულის ზედა და ქვედა ნაწილი პროპორციულია.

მხრები და თეძო დაახლოებით ერთი ზომისაა.

თეძოსა და წელს შორის განსხვავება 15 სმ-ზე მეტია.

ზედმეტი წონა მთელ სხეულზე ნაწილდება.

„ქვიშის საათის“ ფორმის სხეული ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება დიეტებს, ამიტომ ამ ფორმის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ცხიმებსაც, ნახშირწყლებსაც და ტკბილეულსაც. ვარჯიშის საუკეთესო ვარიანტი ცურვაა.

„ქვიშის საათი“ ყველაზე სექსუალური სხეულის ფორმაა, თუმცა ლამაზი ფორმების შენარჩუნება, ყველაზე მეტ შრომას მოითხოვს.

დაიცავით ეს ყველა პირობა და იყავით ჯანმრთელები, მომხიბვლელები და ლამაზები.

ავტორი: Maia kordzadze

 


სიმსუქნე, სხვადასხვა სახის ტანი, ფორმები

ერთი ნახატის საიდუმლო - ''სიკვდილის ტრიუმფი''...
21.05.2019
არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მაინც გვაინტერესებს.
21.05.2019
ვარსკვლავების აშკარად უცნაური კოსტიუმების ფოტოები
21.05.2019
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…"
21.05.2019
მერიემ უზერლი კანის ფესტივალზე თავისი სექსუალური კაბით!...
21.05.2019
"მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო"...
21.05.2019

სულ კომენტარი: 0
avatar