რა დაინახეთ პირველად?

01.05.2019 ტესტები 136 0 0.0

Загрузка...

ამ ტესტით განსაზღვრავთ, როგორი ტიპის ადამიანი ხართ!

1. თუ პირველად ხის ფესვები დაინახეთ, ე.ი. ინტროვერტი ხართ. კრიტიკას ყოველთვის მშვიდად და უემოციოდ ხვდებით. თქვენთვის ეს კონსტრუქციული შენიშვნები და რჩევებია, რომლებიც შეიძლება მხედველობაში მიიღოთ, რათა საკუთარი პიროვნება სრულყოთ.

თუკი ვინმე შეეცდება, ზიანი მოგაყენოთ და რამეში უსამართლოდ დაგადანაშაულოთ, მას ეს არ გამოუვა, რადგან თქვენ არც კი შეიმჩნევთ მის მდაბიურ საქციელს.

თქვენი ცხოვრება დისციპლინებული და ორგანიზებულია. ცდილობთ, ჰარმონიულად იცხოვროთ, მიჰყვებით რა ყოველდღიურ რეჟიმსა და გეგმებს.

საწადელს აუცილებლად აღწევთ, თანაც ისე, რომ „რქებით არ აწვებით“.

გარეგნულად ძალიან თავმდაბალ ადამიანად გამოიყურებით. და ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაცია შეგიძლიათ, საღად შეაფასოთ.

2. თუ ხეები დაინახეთ, ე.ი. ექსტრავერტი ხართ. ძალიან გულწრფელი გარშემომყოფებთან და ერთგული ურთიერთობაში. ამავეს ელით სხვებისგანაც. კომუნიკაციისას საკმაოდ თავაზიანი ბრძანდებით, მაგრამ არავის მისცემთ უფლებას, თავზე წამოგასკუპდეთ.

როცა ადამიანებისგან ბევრს ელით, მომთხოვნი ხდებით. თქვენი ნდობის მოსაპოვებლად კი ზოგჯერ დიდი მონდომებაა საჭირო.

3. თუ ტუჩები დაინახეთ, ე.ი. ამბივერტი ხართ. თავისუფლად შეგიძლიათ, ცხოვრებისეული სირთულეები გადალახოთ, მაგრამ მაინც ცდილობთ, პრობლემას გვერდიდან შემოუაროთ.

ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებთ, მაგრამ მაინც გულუბრყვილო ხართ. და ეს იმიტომ, რომ ზედმეტად და ბრმად გჯერათ ადამიანების. ცდილობთ, მათში მხოლოდ კარგი დაინახოთ.

ის, ვინც სუსტ პიროვნებად მიგიჩნევთ, მწარედ ცდება. თქვენ, უბრალოდ, ძალიან კეთილი ხართ. სიკეთე კი სისუსტე არ არის. ეს სიმდიდრეა.

თქვენთვის ყოველთვის შეიძლება მომართვა დახმარებისა და რჩევისთვის. უბრალოდ, შეეცადეთ, ეგოისტმა ადამიანებმა ამით არ ისარგებლონ.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

რა დაინახეთ პირველად

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar