რა გელოდებათ ვერძებს 2019 წელს? - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

07.11.2018 ასტროლოგია 28 0 0.0

Загрузка...

2019 წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება. Trend.ge-ს გუნდმა გადაწყვიტა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი შესთავაზოს, რომელიც უცხოელი ასტროლოგების გათვლებს ეყრდნობა.

დავიცვათ თანმიმდევრობა და პირველ რიგში, გავიგოთ, თუ როგორ წელს უწინასწარმეტყველებენ ვერძებს ვარსკვლავები.

ვერძი ცეცხლის ნიშანია, რომლის მფარველი პლანეტა მარსი გახლავთ. 2019 წლის დასაწყისში, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, თქვენთვის ყველა კარი გაიხსნება და მიიღებთ იმას, რაც გსურთ. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ 2019 წელი თქვენთვის იმედგაცრუების წელი არ იქნება.

1. თუ თქვენ პირველი დეკადის ვერი ხართ (21 მარტი - 31 მარტი) – 2019 წელი თქვენი ლიდერული უნარების გამოვლენის პერიოდი იქნება. დროა, ყველას დაანახოთ, ვინ არის სამყაროს ცენტრი. იყავით გამბედავები და ყველა საქმე თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება.

2. თუ მეორე დეკადის ვერძი ხართ (1 აპრილი - 10 აპრილი) - მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად შემოქმედებითები იქნებით და ყველანაირ საქმეში კრეატივს გამოიჩენთ. 2019 წელს თქვენი წარმატების მთავარი გასაღები სწორედ შემოქმედებითი აზროვნების უნარი იქნება.

3. თუ მესამე დეკადის ვერძი ხართ (11 აპრილი - 20 აპრილი) – 2019 წელი თქვენთვის გამოცდილების შეძენისა და თავგადასავლების წები იქნება. მიიღეთ ყველა გამოწვევა, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებთ.

განსაკუთრებით წარმატებული იქნება მარტი და აპრილი, თქვენი დაბადების დღე სწორედ ამ თვეებშია. ამ თქვეებში უნდა ელოდოთ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და აუცილებლად გამოიყენოთ ისინი. მარტსა და აპრილში წარმატებულები იქნებით ცხოვრების ყველა კუთხით - როგორც პროფესიულ დონეზე, ასევე პირად ურთიერთობებში.

შესაძლებლობები:

შესაძლობლობებს 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიიღებთ. ახალი მთვარე ვერძში ორჯერ იქნება - 21 მარტსა და 19 აპრილს. შესაძლოა, ამ პერიოდში ცხოვრება მთლიანად შეცვალოთ, ან წამოიწყოთ რაღაც ახალი - ახალი საქმე, ახალი ბიზნესი, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. რაიმე თვალსაზრისით აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში სიახლე. მთავარია, რომ შეინარჩუნოთ თქვენთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმი და ქარიზმატულობა.

გაიზრდება თქვენი პასუხისმგებლობები და შესაძლოა წლის მეორე ნახევარში კომუნიკაციის თვალსაზრისით პრობლემები შეგექმნათ და ამან კონფლიქტები გამოიწვიოს, თუმცა როგორც ასტროლოგები განმარტავენ, ისეთი არაფერი მოხდება, რომ ნერვიულობად ღირდეს.

ფინანსები:

ფინანსური კუთხით დიდი წარმატება გელოდებათ და თქვენი შემოსავალი მოულოდნელად გაიზრდება. გაგიჩნდებათ შემოსავალის ახალი წყარო. ოსალოდნელია, რომ დიდი რაოდენობით ფულს, ან უძრავ ქონებას გაჩუქებენ. თუ თებერვალსა და მარტში ბევრს იშრომებთ და სათანადო ინვესტიციებს ჩადებთ, თქვენი შრომა 2019 წლის შემოდგომაზე შედეგს გამოიღებს და მნიშვნელოვნად გაზრდით შემოსავალს. ასევე სექტემბრიდან ახალი ბიზნეს ურთიერთობები გელოდებათ, რომელიც დამატებით შემოსავალს გპირდებათ.

სიყვარული:

2019 წლის დასაწყისში იმდენად იქნებით ჩაფლული საქმიან ურთიერთობებში,რომ სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო არ გექნებათ. შედარებით რომანტიკული იქნება თქვენთვის აგვისტო. თუ საყვარელი ადამიანის პოვნა გინდათ, კომფორტის ზონა უნდა დატოვოთ.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანი არ ეძებოთ ნაცნობ ადამიანთა შორის. წარმატებული იქნება ურთიერთობა, თუ ვიღაც ახალს გაიცნობთ და რომანტიკულ ურიერთობას წამოიწყებთ. ნამდვილი სიყვარულის პოვნის შანსს მიიღებთ 2019 წლის ოქტომრის შუა რიცხვებში. 14 ოქტომბერს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი და სწორედ ეს ფაქტი მოახდენს დიდ და დადებით გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე.

კარიერა:

ვერძების დიდი ნაწილი სამსახურს შეიცვლის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ სამსახურის შეცვლა გსურთ, სჯობს ეს წლის დასაწყისში, პირველი ოთხი თვის განმავლობაში გააკეთოთ, რადგანაც ამ შეთხვევაში იქნება ახალი სამსახური წარმატების მომტანი. ნუ დაუბრუნდებით ყოფილ საქმიან ურთიერთობებს.

ჯანმრთელობა:

მარტსა და ივლისში ჯანმრთელობის თვალსაზრისით გამოცდა გელოდებათ, მოსალოდნელია, რომ არასწორი კვებითა და დიეტით გამოწვეული პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აპრილში ექსტრემალური აქტივობებით არ დაკავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი.

წყარო

ჰოროსკოპი, ვერძი, 2019 წლის ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...