რა იწვევს სექსის სურვილის დაქვეითებას ქალებსა და მამაკაცებში? - ახალი კვლევის შედეგი

25.12.2018 სექსის შესახებ 238 0 0.0

Загрузка...

სასიყვარულო ურთიერთობა უამრავი სირთულითაა სავსე. სირთულეს ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს, ერთ-ერთი მიზეზი კი, პარტნიორისადმი სექსუალური სურვილის დაქვეითებაა.

მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა იწვევს ქალებსა და მამაკაცებში სექსუალური ნდომის დაქვეითებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა კვლევებს ატარებენ.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ქალები ორჯერ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენენ სექსისადმი, როცა ისინი პარტნიორთან ერთად ცხოვრობენ. ფართო მასშტაბიან გამოკითხვაში ჩართული იყო 12 000 ბრიტანელი ქალი და მამაკაცი, რომელთა ასაკიც 16-დან 74 წლამდე მერყეობდა და ყველა მათგანს ჰქონდა 1, ან უფრო მეტ სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობის გამოცდილება.

კვლევის თანახმად, როცა წყვილები ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, ქალებსაც და მამაკაცებსაც ვნება და სექსუალური ნდომა ერთმანეთისადმი ეკარგებათ, მაგრამ პროცენტულად ეს ქალებში უფრო ხშირად ვლინდება.

კვლევის თანახმად, ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი კაცების 15%-მა აღიარა, რომ მათ მთლიანად ჰქონდათ დაკარგული თავიანთი პარტნიორისადმი სექსუალური ლტოლვა. რაც შეეხებათ ქალებს, გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ პარტნიორისადმი სექსუალური ლტოლვა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური ინტერესის ნაკლებობა ქალებში უფრო მეტად 55-დან 64 წლამდე ასაკში იჩენს თავს, ხოლო მამაკაცებს ეს პერიოდი უფრო ადრე 35 წლიდან ეწყებათ.

როცა წყვილის ცხოვრებაში სექსუალური პრობლემები ჩნდება, კვლევის თანახმად, ამ დროს თავს იჩენს გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ დროს ემოციურად ახლოს აღარ გრძნობენ პარტნიორები ერთმანეთთან თავს და სექსთან დაკავშირებით არ აქვთ კომუნიკაცია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მამაკაცი როცა მასტურბირებს მას სექსის სურვილი უქრება, ხოლო ქალებში მასტურბაციას იგივე ეფექტი არ აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპებიც. ზოგიერთ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ კაცები უფრო ტემპერამენტიანები არიან, ვიდრე ქალები და უკეთესები არიან სექსში.

მსგავსი სტერეოტიპები რეალურად უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ აქტივობაზე. ის თითქოს ზედმეტად თავდაჯერებული ხდება და შედეგად, სექსუალური სურვილი ეკარგება. ქალებზე კი ასეთ მოსაზრებებს დადებითი გავლენა აქვთ. ქალები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მხოლოდ სტეროტიპია.


სექსი და ძილი, სიყვარული და სექსი, სექსი, სექსუალური მიზიდულობა

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar