რა კავშირია ძილსა და ტვინის დეგენერაციულ დაავადებას შორის

13.02.2019 ჯანმრთელობა 16 0 0.0

Загрузка...

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასაკოვნებს, რომელთა ძილის სტრუქტურაშიც ე.წ. ღრმა, იგივე ნელტალღოვანი ძილის ფაზა ხანმოკლეა, თავის ტვინში ტაუ-ცილის რაოდენობა მომატებული აქვთ. აღნიშნული მაჩვენებელი კი, მოგეხსენებათ, ალცჰაიმერის დაავადებასთან არის კავშირში.
იმისათვის, რომ თავის ტვინის დეგენერაციულ დაავადებასა და ძილის ფაზებს შორის კავშირი გაერკვიათ, მეცნიერებმა 60 წელს გადაცილებული 1109 ადამიანი გამოიკვლიეს. საკვლევი პირების 80 % არ აღენიშნებოდა კოგნიტიური პრობლემები, დანარჩენებს კი უმნიშვნელო ცვლილებები ჰქონდათ. სპეციალისტები კვირაობით აკვირდებოდნენ მათ ძილსა და თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას. 104 საკვლევ პირთან ბეტა-ამილოიდური და ტაუ-ცილის დონეც განისაზღვრა თავზურგტვინის სითხეში, 38 ადამიანს კი ტვინის სკანირება ჩაუტარდა ცილოვანი ჩანართების შემცველობაზე. 

როგორც გაირკვა, ე.წ. ღრმა ძილის ფაზის შემოკლება პირდაპირ კავშირში იყო თავის ტვინში ტაუ-ცილის მომატებულ დონესთან. ძილის საერთო ხანგრძლივობას არანაირი გავლენა არ ჰქონდა მაჩვენებლებზე. 
მართალია, ტაუ-ცილის მომატებული დონის მქონე პირებს გაცილებით დიდხანს ეძინათ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ძილი მაღალი ხარისხის იყო. ძილის სტრუქტურის დარღვევა ცალსახად კავშირშია ტვინის დეგენერაციულ დაავადებასთან.

თინათინ გოცაძე

წყარო

ძილი, კავშირი, ტვინი, დეგენერაია, დაავადება

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...