რა ხდება ანჯელინა ჯოლისა და დევიდ ბექჰემს შორის?

12.01.2019 ვარსკვლავები 91 0 0.0

Загрузка...

ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს ხშირად ექცევა სხვადასხვა ტაბლოიდის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად გავრცელდა კიდევ ერთი სკანდალური სტატია იმის შესახებ, რომ 43 წლის ამერიკელი მსახიობი ცდილობს ბექჰემების ვარსკვლავური წყვილი დააშოროს. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Star-ი წერს.

გამოცემაში ნათქვამია, რომ მადლიერების დღესასწაულისთვის ანჯელინა ლონდონში იმყოფებოდა და სწორედ აქ დააფიქსირეს ის და ყოფილი ფეხბურთელი საეჭვო ვითარებაში.

"ანჯელინასა და დევიდს პირადი მიმოწერაც ჰქონდათ იმ საქველმოქმედო პროექტის შესახებ, რომელზეც ერთად აპირებენ მუშაობას. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მსახიობისთვის ეს მხოლოდ საბაბია, რათა დევიდს დაუახლოვდეს" - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა დეტალები მათი შეხვედრის შესახებ არ დაუკონკრეტებიათ, რამაც სხვა გამოცემებს უბიძგა სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ, მაგალითად, Gossip Cop-ის პოპულარული გამოცემა დევიდ ბექჰემის წარმოამდგენელს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი სრულიად უარყო, მან ისიც  აღნიშნა, რომ სპორტსმენსა და მის მეუღლეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და მათ შორის ჯერჯერობით არცერთი ქალბატონი არ ჩამდგარა.

რაც შეეხება ანჯელინას, მან წარმატებით დაასრულა დავა ყოფილ მეუღლესთან, რომელიც შვილების მეურვეობის საკითხს ეხება და ამიერიდან გაცილებით მეტი დრო აქვს, რომ საკუთარ პირად ცხოვრებასაც მიაქციოს ყურადღება, მსგავსი ჭორების სათავეც ალბათ ეს გახლავთ, მით უფრო რომ ბოლო დროს მის სახელს კიდევ ერთ ცნობილ მამაკაცს - კიანუ რივზსაც უკავშირებდნენ.

როგორც გაირკვა, ჭორების სათავე ამ შემთხვევაში ის ფაქტი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიმ ლოს-ანჯელესში კიანუს დედის მეზობლად სახლი იყიდა, რომელშიც ის შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

დევიდ ბექჰემი, ანჯელინა ჯოლი

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კეფირი სახლის პირობებში?
26.03.2019
ნამდვილი გურმანებისთვის - ასე შეკმაზული ჭარხლის სალათა ნამდვილი შედევრია!
26.03.2019
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კექსი კეფირისა და კვერცხის გარეშე?
26.03.2019
5 რამ, რასაც სოციალურ ქსელში დაბალი თვითშეფასების ადამიანები აქვეყნებენ
26.03.2019
10 რამ, რაც სექსში ყველაზე მეტად გაშინებთ
26.03.2019
რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!
26.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...