რა კულინარიულ შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად

12.07.2018 კულინარია 25 0 0.0


loading...
Загрузка...

ბევრ კულინარიულ ჩვევას ჩვენი ბებიებისგან და დედებისგან ვიძენთ. მათ შეხედულებებს პატივისცემით უნდა მივუდგეთ, მაგრამ ყველა მათგანი როდია სწორი. უამრავი მცდარი შეხედულება არსებობს, რომლებიც სწორედ ბებიებისგან გადმოგვეცა.

image

წარმოგიდგენთ ასეთი მცდარ შეხედულებებს:

1.ცხელი პურ-ფუნთუშეული

ბავშვობაში და ალბათ დიდობაშიც ბევრს უყვარს ახალგამომცხვარი პურის სუნი და მისი ჭამა. ამას არც არავინ გვიშლიდა, მაგრამ სინამდვილეში პური და სხვა საკონდიტრო ნაწარმი მაშინ ითვლება დასრულებულად, როცა გაცივდება. ცხელი პური კუჭში გროვდება და მისი გადამუშავება ძნელდება, ხოლო ცხელი პურის ხშირად ჭამამ კი შესაძლოა ანთებითი პროცესების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

image

2.სოდა და ძმარი

იმისთვის, რომ ცომი აფუვდეს და ფაფუკი იყოს, ჩვენი ბებიები, და ჩვენც, დღემდე ვიყენებთ ერთმანეთში არეულ სოდას და ძმარს, თუმცა ამ ტრიუკს არავითარი აზრი არ აქვს. ნახშირმჟავა აირი, რომელიც ამ ორი ინგრედიენტის შერევის შედეგად წარმოიქმნება, მყისიერად ორთქლდება. უბრალოდ, შეურიეთ ცოტა სოდა ფქვილს და მოზილეთ ცომი, შემდეგ კი სულ ცოტა ლიმონის წვენი ჩაამატეთ. ასე, ნახშირმჟავა აირი ცომში წარმოიქმნება და ცომიც უფრო ფაფუკი იქნება.

image

3.ხორცის გალღვობა

როგორ უნდა გავალღვოთ გაყინული ხორცი? მიკროტალღურში სწრაფი გალღვობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. გამოვიღოთ საყინულიდან და ოთახის ტემპერატურაზე დავდგათ?-და აი, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ამგვარ პირობებში ხორცში ბაქტერიები კვლავ განაგრძობენ გამრავლებას და შესაძლოა გარემოც დააბინძურონ.ყველაზე საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტია მაცივრის ქვედა თაროზე გალღვობა.

image

4.ხორცის გარეცხვა

ხორცის გარეცხვა ონკანის ქვეშ მას არ ათავისუფლებს ბაქტერიებისგან, პირიქით, ამ დროს ისინი წყლის წვეთების საშუალებით ყველგან ხვდებიან და შემდეგ იქ იწყებენ გამრავლებას. ბაქტერიები მხოლოდ თერმული დამუშავებისას იღუპებიან.

თუმცა, ხორცისთვის სისხლის, მტვრის თუ სხვა მინარევების მოცილება აუცილებელია. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მოარიდეთ წყლის პირდაპირ ნაკადს, აიღეთ ჭურჭელი, ჩაასხით მასში წყალი და ხორცი იქ გარეცხეთ. ამოღების შემდეგ ხელსაწმენდებით შეამშრალეთ და ხელები საპნით დაიბანეთ.

image

5.ჩირის გარეცხვა

ბევრის აზრით იმისთვის, რომ ჩირი გავრეცხოთ, საკმარისია, საწურში ჩავყაროთ და გამდინარე წყალში გავრეცხოთ. მაგრამ იმ ქიმურ ნივთიერებებს, რომელსაც მწარმოებლები მისი დამზადების პროცესში იყენებენ, ასე ვერ მოაცილებთ. ჩაალბეთ ჩირი წყალში 40 წუთით და მერე კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.

image

6. ხახვის მომზადება

დაიმახსოვრეთ, ხახვი უშუალოდ კერძში ჩაყრის წინ უნდა დაჭრათ. თუ მას უფრო ადრე დაჭრით, 10 წუთის შემდეგ ის სიმწარეს შეიძენს და ეს კერძის გემოზეც იმოქმედებს.

image

7.მოხრაკვა

მოშუშული ხახვი და სტაფილო კერძს უფრო გემრიელს ხდის, მაგრამ მათი ერთად ჩაყრა ტაფაში არ შეიძლება. მოშუშეთ ჯერ ხახვი და როცა ოდნავ გამჭვირვალე გახდება, მერე სტაფილოც დაუმატეთ.

image

8.ხორცის დამარინადება

სამწვადე ხორცის დამარინადება მთელი ღამით-ყველასთვის ცნობილია. სინამდვილეში, ეს დროის ფუჭად კარგვაა. მარინადში ხანგრძლივად დატოვებას მაშინ აქვს აზრი, როცა ხორცის დარბილება გინდათ. მაგრამ არც ამ შემთხვევაში ვარგა გადაჭარბება, მაგალითად, ღორის ხორცისთვის 5 საათი სრულიად საკმარისია. ქათმისთვის-1 საათი, რათა მარინადის გემო შეიწოვოს და დარბილდეს. აი, თევზს კი საერთოდ არ უნდა დამარინადება, ამოავლეთ სუნელებში და მაშინვე შეწვით.

image

intermedia.ge


კულინარიულ, ხშირად, ყველაზე, რა, შეცდომებს, ვუშვებთ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...