რა მოუვა ჩვენს Facebook-ს როცა მოვკვდებით და ვის შეეძლება მისი მართვა? სოციალურ ქსელს ახალი ფუნქციები დაემატა!

13.02.2019 გამოგონებები 16 0 0.0

Загрузка...

სოციალური ქსელი ყოველდღიურად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციები და იხვეწება. იცოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ მემკვიდრე კონტაქტს თქვენი ანგარიში გადააბაროთ თქვენი სიკვდილის შემდეგ?

ბევრისთვის ეს შეიძლება სარკასტულად ჟღერდეს ანდა იუმორით შეხედოს ამ ამბავს, თუმცა ეს სიმართლეა და უკვე შესაძლებელია.

დიახ, სწორედ ასეა და თქვენ თუ არ აირჩევთ თქვენი Facebook ანგარიშის მუდმივად წაშლას, თქვენი გვერდი გახდება მემორიალური, როდესაც თქვენ გარდაიცვლებით.

მემორიალური ანგარიში - არის ადგილი, სადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ გააზიარონ მოგონებები თქვენი გარდაცვალების შემდეგ. ანგარიშის პროფილის სურათის დაბლა გამოჩნდება სიტყვა - ხსოვნა. იმის მიხედვით, დახურული გქონდათ თუ არა პროფილი, გამოჩნდება მეგობრების მიერ გაზიარებული მოგონებები. ფოტოები და პოსტებიც ისევე დარჩება, როგორც თქვენ გქონდათ განსაზღვრული, არავის შეეძლება თქვენს ანგარიშზე შესვლა და თუ მემორიალური ანგარიშს არ ჰყავს მემკვიდრე კონტაქტი, მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება.

მემკვიდრე კონტაქტი - ეს არის მეგობარი, რომელსაც თქვენ სიცოცხლეში ირჩევთ, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ თქვენი ანგარიში მართოს და მოუაროს მას. როდესაც თქვენი ანგარიში მემორიალური გახდება, ამ ადამიანს შეეძლება:

1. დაწეროს და კედელზე მიამაგროს პოსტი (მაგალითად, დაწეროს გამოსამშვიდობებელი წერილი ან მეგობრებს გააცნოს გარდაცვლილის სურვილი, გამოსათხოვარი წერილი)

2. უპასუხოს მეგობრობის თხოვნებს

3. განაახლოს თქვენი პროფილისა და გარეკანის ფოტოები

4. მოითხოვოს თქვენი ანგარიშის ამოშლა

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ ამ ადამიანს შეეძლოს თქვენი ინფორმაციის სრულად ჩამოტვირთვა, თუმცა ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია და კიდევ შეიძლება დაემატოს ფუნქციები.

ამ ადამიანს არ შეუძლია:

1. თქვენს ანგარიშზე შესვლა

2. შეტყობინებების წაკითხვა

3. ძველი მეგობრების წაშლა ან ახლების დამატება

როგორ დაამატოთ მემკვიდრე კონტაქტი?

1. შედით პარამეტრებში - დააწკაპეთ თქვენი ანგარიშის მაღლა მარჯვენა კუთხეს, რომელსაც აწერია პარამეტრები

2. დააწკაპეთ ანგარიშის მართვას

3. დაწერეთ მეგობრის სახელი და დააწკაპეთ დამატება

4. იმისათვის, რომ თქვენმა მეგობრებმა გაიგონ, რომ ისინი მემკვიდრე კონტაქტები არიან, უნდა დააწკაპოთ გაგზავნას.

გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ არ ხართ 18 წლის ან უფრო მეტის, არ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

წყარო

ქსელი, ფუნქციები, ყოველდღიური, ახალი, სოციალური

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...