რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები, რომლებსაც შვილი შეეძინათ, ან აიყვანეს

12.06.2018 საზოგადოება 24 0 0.0


loading...
Загрузка...

საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა სახის არის დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

მოქალაქეს, რომელიც არის ორსულად, შეეძინა შვილი, ან სურს ახალშობილის შვილად აყვანა, აქვთ უფლება მოითხოვონ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, პირს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, მათ ეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფელის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

საჭირო საბუთებია: პირადობის მოწმობის ასლი; საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად;  დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა 1000 ლარია.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com


აიყვანეს, ორსულები, შეღავათები, შეეძინათ, შვილი, მშობლები, სარგებლობენ

რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი
24.06.2018
საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ
24.06.2018
ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები
24.06.2018
საოცრად ლამაზი გოგოები, რომლებმაც სხვადასხვა ერების შერწყმით მიიღეს სილამაზე
24.06.2018
ტესტი - ხარ თუ არა ჭკუიანი? #21
24.06.2018
წყალქვეშ დაკარგული მისტიური ქალაქები
24.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...