რა შემთხვევაში ვერ დააყადაღებს აღმასრულებელი მოვალის ქონებას

09.04.2018 საზოგადოება 29 0 0.0


loading...
Загрузка...

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, იძულებითი აღსრულების მიზნებისათვის შესაძლებელია, ყადაღა დაედოს მის უძრავ თუ მოძრავ ქონებას. ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის, ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების აკრძალვას ან/და ქონების შესანახად გადაცემას.

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და შემდგომში მისი რეალიზაციის გზით იძულებითი აღსრულება შესაძლებელია, მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მოვალე.

რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, ყადაღას ექვემდებარება ყველა ნივთი, გარდა კანონით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, იგულისხმება, რომ ნივთები, რომელებიც არის მოვალის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, წარმოადგენს მის საკუთრებას.

ვებგვერდი myadvokat.ge-ი აქვეყნებს ნივთების ჩამონათვალს, რომლებზეც კანონის თანახმად, ყადაღის დადება დაუშვებელია.

1) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება, მათ შორის, საარსებო შემწეობა;

2) დაუშვებელია, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის ქონებაზე ყადაღის დადება, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც მათ მიერ დატვირთულია გირავნობით;

3) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის, თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის;

4) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;

5) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით - ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე, სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;

6) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

7) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

საქართველოს კანონდებლობით ყადაღისგან განთავისუფლება ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს. საარსებო მინიმუმის ოდენობას განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საარსებო მინიმუმის ოდენობა 173.50 ლარს შეადგენდა.

ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით შესაძლებელია, განხორციელდეს შრომითი ანაზღაურებიდან (ხელფასიდან) თანხის დაქვითვა. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს არ აქვს უფლება, მოვალეს ხელფასიდან ერთჯერადად დაუქვითოსთანხა შრომითი ანაზღაურების 50%-ზე მეტი ოდენობით.

დავას ქონების გადახდევინებისგან გათავისუფლების თაობაზე წყვეტს სასამართლო.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com


რა, მოვალის, შემთხვევაში, ვერ, ქონებას, დააყადაღებს, აღმასრულებელი

10 ყველაზე საშიში ადგილი, რომლისთვისაც ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ (ვიდეო)
22.04.2018
საოცრება ჰუდსონზე: ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი (ვიდეო)
22.04.2018
5 იშვიათი დაავადება რომელიც ადამიანს გენიოსს ხდის (ვიდეო)
22.04.2018
გიგანტური არსებები რომლებიც 500 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ (ვიდეო)
22.04.2018
10 ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცების დეფიციტს განიცდიან (ვიდეო)
21.04.2018
10 ცხოველი რომელზეც მცდარი წარმოდგენა გვაქვს
21.04.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...