რა უნდა დაუმატოთ წყალს, რომ უფრო მეტად გალამაზდეთ

08.08.2018 ჯანმრთელობა 19 0 0.0

Загрузка...

მაშინაც კი, თუ ყოველდღიურად 2 ლ წყალს სვამთ, რასაც ლიმონით ან ლაიმით ამრავალფეროვნებთ, არსებობს სხვა გასაოცარი რეცეპტებიც. ჩვენ მოგიყვებით, როგორ დაამზადოთ წყლით უფრო სასარგებლო სასმელი, რომელიც სილამაზესთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებს მოგიგვარებთ. არავითარი რთული რეცეპტები - მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატებაა საჭირო.

მარილი შეშუპების წინააღმდეგ
ყველასთვის ცნობილია, რომ მარილი წყურვილს ამძაფრებს და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ ჰიმალაის მარილის შემთხვევაში. ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით, ის ორგანიზმში წყალს არ აჩერებ. პირიქით, ეხმარება უკეთ გაჯერებაში და ხელს უშლის შეშუპების ჩამოყალიბებას: ამგვარი მარილიანი წყლით წყურვილს უფრო სწრაფად დაიკმაყოფილებთ, ვიდრე ლიმონიანი წყლით. გარდა ამისა, ის შეიცავს სასარგებლო მინერალებს და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება - დაგეხმარებათ ყელის ტკივილის დროსაც. საჭიროა ძალიან მცირე დოზის გაზავება - 1 ჩაის კოვზის მეოთხედი გახსენით 1 ლ წყალში.
 

დარიჩინი ტკბილეულისკენ მიდრეკილების დასაძლევად
ეს გასახდომი სასმელი უნდა დალიოთ მაშინ, როცა ტკბილეულის მიმართ გადაულახავი სურვილი გტანჯავთ. ის სითხეს საუკეთესო თვისებებს სძენს: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს, რის შედეგადაც აკრძალულის მირთმევის სურვილი გეკარგებათ. წყლით სავსე ბოთლში ჩადეთ 4-5 ჩხირი დარიჩინი და გააჩერეთ მთელი ღამით - დილით კი სასიამოვნო არომატის მქონე კოქტეილით ისიამოვნეთ.
 

ქლოროფილი აკნეს წინააღმდეგ
გარდა იმისა, რომ ქლოროფილი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი, აუმჯობესებს მონელების პროცესს და წმენდს ორგანიზმს, წყალთან ერთად ქლოროფილს აქვს სხვა სასარგებლო დანიშნულებაც - ის ამცირებს ბაქტერიების Propionibacterium acnes რაოდენობას, რომელიც აღვიძებს აკნეს, შეუძლია ჭრილობების სწრაფად მოშუშება და ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას. ეს ყველაფერი მწვანე წყალს იდეალურ კოქტეილად აქცევს სუფთა და ჯანსაღი კანისთვის. შეიძინეთ თხევადი ქლოროფილი ონლაინ-მაღაზიებში და გახსენით 1 ჩ.კ. ჭიქა წყალში.


კურკუმა ნაოჭების წინააღმდეგ
ეს ცნობილი ანტიოქსიდანტი და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტია. კურკუმა აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და ამ თვისებას წყალშიც კი ინარჩუნებს. გარდა ამისა ის აუმჯობესებს სახის ფერს და არეგულირებს მომატებულ მადას. გააზავეთ კურკუმა თბილ წყალში და მიიღეთ დილით, 2-4 კვირის მანძილზე, ყოველ 2 თვეში ერთხელ. ორიენტირდით თქვენს შეგრძნებებზე, ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. მეოთხედი ან ნახევარი.
წყარო: beaumonde.ge

ანა ვერძაძე
 


მეტად, უნდა, უფრო, რა, დაუმატოთ, წყალს, გალამაზდეთ

Live (იტალია) გენუაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
14.08.2018
აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი?
13.08.2018
რამდენ წელს იცოცხლებ?! - ტესტი ამერიკელი ექიმებისგან (სამედიცინო ტესტი)
13.08.2018
კოჭას ნაყენი პირიდან უსიამოვნო სუნს სპობს
13.08.2018
ახალი კობოსტოს ფხალი / axali kombostos fxali
13.08.2018
ზოდიაქოს სახლების სისტემა - მესამე სახლი
13.08.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...