რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი არ ჭამს

13.02.2019 საზოგადოება 15 0 0.0

Загрузка...

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირად ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, პრეტენზიულია საჭმლის არჩევისას და სხვ.

imageimage

მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს :

° ბავშვებს არ მოსწონთ კონკრეტული გემოები.

° ამ ასაკის ბავშვებს ჭამაზე მეტად საუბარი და სათამაშოები უფრო მოსწონთ.

° ბავშვები უფროსებისგან იღებენ მაგალითს – საჭმლის შერჩევას, გაპროტესტებას .

° კონკრეტულ მომენტში არ აქვთ ჭამის მოთხოვნილება, ან საკმარისია მათთვის რაც უკვე მიიღეს იქამდე.

° ამ გზით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ უფროსების.

° ბავშვებს უნდათ დამოუკიდებლები იყვნენ და თავად გააკეთონ არჩევანი .

imageimage

ზოგჯერ მშობლები ამას განიცდიან და მოჰყვება ხოლმე ჩხუბი, ბავშვის კრიტიკა, შენიშვნების მიცემა და დასჯა .

რა უნდა გავაკეთოთ?

თავდაპირველად შეწყვიტეთ ჭამის იძულება. დაფიქრდით, ბავშვი რატომ არ ჭამს. დაფიქრდით და ეფექტურად გადაჭერით პრობლემა.

* პედიატრთან ერთად განსაზღვრეთ მისი კვების რაციონი, წონის მიხედვით რა დოზა ეკუთვნის ბავშვს და აკონტროლეთ, რამდენი აქვს ნაჭამი.

imageimageimage

* შეუდგინეთ ბავშვს რეჟიმი, რომ ერთი და იგივე დროს ჭამოს.

* მაქსიმალურად აარიდეთ არაჯანსაღი საკვები და ეცადეთ დააინტერესოთ ბავშვი ნატურალური საკვებით.

* აუცილებლად შეაქეთ ბავშვი, როდესაც ჭამის დროს შესაბამისად იქცევა.

* მიეცით არჩევანის საშუალება, გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ.

imageimage
 

ზოგჯერ რთულია მშობლის მხრიდან დიდი დროის გამოყოფა ამ ყველაფრისათვის დროის სიმცირის გამო. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და საჭიროებს სათანადო მიდგომას, ეს მშობელზე უკეთ არავინ იცის, გართულებების შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.

ავტორი: თეკლა მაისურაძე

წყარო

ბავშვი, ჭამს

მითი, თუ რეალობა? - ტროას ცხენი
19.02.2019
5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...