რა უყვართ და მოსწონთ მამაკაცებს სექსის პროცესში ყველაზე მეტად?..

30.04.2016 საზოგადოება 4090 0 0.0

Загрузка...

გახდე მამაკცის იდეალური სიყვარულის ობიექტი, თითქმის ყველა ქალს შეუძლია, თუკი, ამას მოისურვებს. ამ ხელოვნების დასაუფლებლად კი -დაბადებით თანდაყოლილი უნიკალური გარეგნობა და დიდი გამოცდილება სულაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, გჭირდებათ მეტი  ყურადღება დაუთმოთ თქვენს პარტნიორსა და საკუთარ თავს.

1. პროცესით დაკმაყოფილების უნარი

თუკი ურთიერთობებს, მხოლოდ მოვალეობად ჩათვლი, მაშინ პარტნიორზე ვერ მოახდენ დაუვიწყარი ქალის შთაბეჭდილებას. ურთიერთობის ტექნიკაზე ზრუნვა, პროცესზე ხელისშემშლელად იმოქმედებს, თუკი - მამაკაცი შენგან ფარსს, სიყალბეს და გრძნობათა სიცარიელეს გრძნობს. იმის ნაცვლად, რომ აქტის პროცესში, დაძაბულად ფიქრობდე - გამოიყურები, თუ არა ეფექტურად და შთამბეჭდავად, შეეცადე ყოველ შეხებაზე მთლიანად დანებდე, მიენდო პროცესს. მაშინ შენი ვნებები, ნამდვილი და ბუნებრივი იქნება და არა ყალბი და ხელოვნური.

2. ექსპერიმენტები

ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი და იგივე ყველაზე ნუგბარი საჭმელიც კი მომაბეზრებელია. მამაკაცს კი - სექსისას მრავალფეროვნება იტაცებს, ახალი სახის ხილვა, წარმოიდგინეთ ახალი ხმაც კი. (დამერწმუნეთ, პელაგია ბებიას ნასწავლი ერთი ტრადიციული ილეთით, კაცისთვის მაქსიმუმ ერთ თვეში გახდებით მომაბეზრებელი და უინტერესო). მამაკაცს ამ პროცესში ყველაზე მეტად ახარებს და აღაგზნებს ნოვატორობა, სიახლე, გაურკვევლობა. საწოლში თქვენ მისთვის ერთუცნობიანი განტოლება არ უნდა იყოთ, რომელსაც 2 წუთში ამოხსნის.

პარტნიორი ქალი, რომელსაც არ შესწევს იმის უნარი, რომ რაღაც ახალი თავად შესთავაზოს მამაკაცს, იმას მაინც ნუ იზამს, რომ „მთქნარებით“ აიცილოს თავიდან კაცის ფანტაზიები - ის ხანდახან ანალიზით უნდა მიუდგეს ამ საკითხს და გარისკოს კიდეც.

3. აღფრთოვანების უნარი

იდეალური საყვარელი, ბუნებრივია, თავს არასდროს მისცემს იმის უფლებას უტაქტო შეკითხვები დაუსვას პროცესამდე პარტნიორს, ან პროცესისას შეახსენოს, რომ საყიდელი აქვს „ეს“... „ის“ და არც იმას აკადრებს, იმერელი წუპაკი დედაკაცივით - „დროზე მორჩი“ ... არასოდეს არ უნდა შეადაროთ თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვებს, რომლებსაც შეუძლიათ: „უფრო სწრაფად“, „უფრო ძლიერად“ და ა. შ... ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ იგია ახლა შენთანა და მასზე სწრაფი, ძლიერი და სასურველი სხვა არავინაა.. რადგან იგი შენზეა შეჩვეული და ნუ დაკარგავ ამ კოზირს, თორემ - შემდეგ მარჩიელებსა და ჯადოქრებთან სირბილი, ფერადნაირი მაგიების კეთებისთვის, ვერ გიშველის... ვერც ბებია გიშველის, ვერც ოჯახის სიმტკიცეზე მზრუნველი დედიკო და ვერც დემოკრატიული სამართალი. ქმარი სხვასთან გაგექცევა და ოჯახს დაინგრევ! იცოდე, ამ კუთხით ოჯახის შენარჩუნების მეტი წილი, ქალზე მოდის. თქვენ არა მარტო ვიზუალურად უნდა ხიბლავდეთ თქვენს მეუღლესა, თუ პარტნიორს, არამედ ამოუწურავი ქალური იდუმალებითა და სულიერი ძალისხმევით.

არაფრის მომიზეზება არ არის საჭირო, ან გამოგონება - უბრალოდ, უარი არ თქვათ იმაზე, რაც მოგესურვებათ და როგორ მოგესურვებათ. სექსი მუსიკასავითაა. მას არ სჭირდება ეროვნება, არ სჭირდება საზღვრები, არ სჭირდება არაფერი ზედმეტი და უცხო. ის ბუნებრივი პროცესია, უდიდესი სიამოვნების მომგვრელი. მისი ენა ყველამ იცის. მთავარია იყო ბუნებრივი და არ ყალბი.

გაუფრთხილდით ამ პროცესში მამაკაცებს. ისინი ძალიან თავმოყვარენი არიან და თქვენი ერთი მოუზომელი სიტყვა და ქმედება, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ, ან სულ დაკარგონ კაცობა, ან უკანასკნელი მამლუქივით დაგაკვდეთ. გამოუცხადეთ მათ მხარდაჭერა და უთხარით, რომ ძალიან ვაჟკაცურები, სასურველები და აღმაფრთოვანებლები არიან. დამერწმუნეთ, ამით ძალიან ბევრს მოიგებთ!.

4. სიმარტივე და შესაბამისობა

თუკი, მამაკაცის ალერსს, სახის მსუბუქი და სანდომიანი გამომეტყველებით შეხვდებით, ეს თქვენ კლდემამოსილებასა და ბრწყინვალებას შეგმატებთ. საწოლში იმის თქმა „მოდი გავერთოთ“ უფრო მეტის მომცემია, ვიდრე გაჭირვებულ ნათესავებზე, სამსახურზე, პოლიტიკაზე და ნებისმიერ სხვა რამეზე საუბარი. დაიმახსოვრეთ, ასეთ თემებზე საუბარი ადრე, თუ გვიან დაგღუპავთ. აქ არასერიოზული განწყობა და ხუმრობები უფრო მეტის მომცემია, ვიდრე ზემოდხსენებული. საწოლში, ზოგჯერ ქარაფშუტული ქცევა, ძალიან გაახლოვებს პარტნიორთან, რადგან ასე უფრო ბუნებრივი და ადამიანური ხარ!.. ხუმრობა ხსნის დაძაბულობას, განტვირთავს სექს აუცილებლობისთვის და მოვალეობის მოხდის მიზნით, რაც სამწუხაროდ, ასე მომძლავრებულია ჩვენში! გახსოვდეთ, ხუმრობა არასოდეს არ უნდა ეხებოდეს პარტნიორის ნაკლოვან მხარეებს!..

5. ზედმეტი სიტყვების გარეშე

ის, რომ თქვენ ერთი საბნის ქვეშ გძინავთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქედან და სამარადჟამოდ ფლობ მასზე ექსკლუზიურად ბატონობის უფლებას. კაცი საკმაოდ სუსტია ასეთ დროს, თუ შენ მისთვის სასურველი ხარ, (და ეს კი, შენზეა დამოკიდებული) ის თავად შემოგთავაზებს ერთგულებას. დაიმახსოვრეთ, კაცები ქალებისგან ვერ იტანენ მესაკუთრულ, მონოპოლისტურ დამოკიდებულებას!  ხოლო, სექსუალური ტკბობის შემდეგ, რაჟამს განისვენებს ბრძოლაში ნაცადი სხეული, ნუ ეტყვით მას, რომ სამარადჟამოდ შენი ერთგული იყოს. მამაკაცს ძალიან არ მოსწონს ასეთი მოთხოვნა! შენ ქალი ხარ, ამ საკითხში მასზე ათასგზის ძლიერი და დატკბი და დაკმაყოფილდი იმ მშვენიერი მომენტით, რაც მან გაწვნია... ამას კი - მამაკაცი უთუოდ დაგიფასებთ... და ქმრებიც შეგინარჩუნდებათ!...

p.s. vazha chomakchidze


პროცესი, მამაკაცებ, მოსწონთ, უყვართ, ყველაზე, მეტად, რა უყვართ და მოსწონთ მამაკაცებს სექ, სექსი

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar