რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს სექსი?

05.02.2019 სექსის შესახებ 213 0 0.0

Загрузка...

ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, რა რაოდენობის სექსია საკმარისი მყარი და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის? შეიძლება, საკუთარი თავისთვისაც გიკითხავთ: ნეტავ, იშვიათად ხომ არ მაქვს ან სხვებს რამდენჯერ აქვთ?

რამდენია საკმარისი?

ალბათ, ელოდებოდით პასუხს: „ზუსტი ციფრი არ არსებობს“ და რაც არ უნდა მოგოწოდო სხვადასხვა გამოცემებმა (მათ შორის, ჩვენც), რომ სექსით ყოველი შესაძლებლობის დროს უნდა დაკავდეთ, ჯობია, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: რვასაათიანი ჯანსაღი ძილი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ცხელი სასიყვარულო ღამე.

წყვილის სექსუალურ ცხოვრებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს: ასაკი, ცხოვრების სტილი, ლიბიდოს ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სტრესი, შვილების რაოდენობა...

ცხოვრება სექსის გარეშე

სექსოლოგები წყვილებს, რომელთაც სექსი წელიწადში ათჯერ აქვთ, უსექსო წყვილებს (sexless) უწოდებენ. თუმცა, სექსის უკმარისობა ყოველთვის არ მიანიშნებს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემა აქვს. ბევრისთვის სექსი - ინტიმურობის უმაღლესი სტადიაა. თუმცა, არსებობენ წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ სექსზე უარი თქვან, თუმცა ამით საკუთარი ურთიერთობა არ დააზარალონ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.

სექსოლოგი იან კერნერი განმარტავს, რომ წყვილები, რომლებიც სექსზე უარს ამბობენ, უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ნაკლებად თავდაჯერებულები არიან. სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ სექსი „წებოსავითაა, რომელიც ერთმანეთზე გვამაგრებს. სექსის გარეშე წყვილები, საუკეთესო შემთხვევაში, კარგი მეგობრები არიან, ხოლო ცუდ შემთხვევაში - ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები".

ფსიქოთერაპევტი ტინა ტესინის თქმით კი, სექსზე უარის თქმის მიზეზი ერთ-ერთ პარტნიორის გრძნობების შესუსტებაც შეიძლება იყოს, ზოგიერთი მუდმივად დაკავებულია, ზოგს კომუნიკაციის პრობლემა აქვს და ა.შ.

როდესაც სექსი არ არის

ნორმალურია, თუკი წყვილს სექსი არ აქვს? დიახ, თუკი ორივე პარტნიორს ამგვარი მდგომარეობა აწყობს, რატომაც არა?! თანაც, საშოში პენისის შეღწევის გარდა, სექსის ალტერნატიული საშუალებაც არსებობს და მათ შორის ერთ-ერთია ორმხრივი მასტუბრაცია.

ჩვენი სხეული და გონება რთულადაა მოწყობილი. ვიღაცისთვის სექსი - მოდუნებისა და სტრესის მოხსნის საშუალებაა, ხოლო ზოგიერთ ადამიანში - მხოლოდ დაძაბულობას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი შესანიშნავია, რაც ორივესთვის მისაღებია.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

შეყვარებული, სექსი, წყვილ

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar