რას გაუწყებთ მენსტრუაციის დაწყების პერიოდი თქვენი მომავლის შესახებ?

20.07.2019 ასტროლოგია 36 0 0.0

Загрузка...

ფენ შუის ერთ-ერთი განხრა ქალური ციკლის დაწყების დღისა და რიცხვის მიხედით მომავლის ამოცნობას გვპირდება. მაშ ასე, გასათვალისწინებელია დღის რომელ პერიოდში, თვის რომელ რიცხვსა და კვირის რომელ დღეს დაგეწყოთ ციკლი. 

დღის მონაკვეთი

თუ ციკლი დილით ადრე, გამთენიისას დაგეწყოთ: რომანტიკულ სფეროში ნერვიულობა გელით. ჯანმრთელობა იქნება სტაბილური. 

თუ ციკლი დილით, 12 საათამდე დაგეწყოთ: სირთულეები გელით სამსახურში, უფროსთან. სახლში სიმშვიდე დაისადგურებს თუ თავშეკავებული და ლოიალური იქნებით. 

თუ ციკლი შუადღეს დაგეწყოთ: შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილმოსურნეები, რომლებსაც თქვენთვის საქმეების გაფუჭება აქვთ გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება მოშურნე დაქალიც კი იყოს კეთილისმსურველის ნიღბით. 

თუ ციკლი შუადღის შემდეგ საღამოს დადგომამდე დაგეწყოთ: გაგიმართლებთ. განსაკუთრებით მატერიალურ სფეროში. შეიძლება ფული ჯილდოდ, საჩუქრადაც კი მიიღოთ. 

თუ ციკლი საღამოს შუაღამის დადგომამდე დაგეწყოთ: მშვიდი პერიოდი გელით. ჰარმონია დაისადგურებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. კარდინალურ ცვლილებებს არც ერთ სფეროში არ გირჩევთ. 

 

Astrologia

კვირის დღეები

ორშაბათი - რომანტიკული და საინტერესო ნაცნობობა გელით. შეიძლება საინტერესო ადგილას მოგიწოთ გამგზავრებამ.

სამშაბათი - სირთულეებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ მის მოგვარებაში. პირად ცხოვრებაში იდილია სუფევს. 

ოთხშაბათი - გადახედეთ გარემოცვას, საქმეებს. შეიძლება სწორად ვერ ვითარდებით, შეიძლება არ ღირს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება. 

ხუთშაბათი და პარასკევი - ორივე კარგი დღეა სიყვარულისთვის. 

შაბათი - სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. მეგობრებს შეხვდით. 

კვირა - წარმატება გელით ყველა სფეროში. 

 

Astrologia

თვის დღეები

1. სიყვარულს აგიხსნიან. 
2. სახლში სიმშვიდეა, სამსახურში - პრობლემები. 
3. ყოველდღეს სიხარული და ბედნიერება მოაქვს. 
4. გარშემო მყოფებმა შეიძლება ჭორები გაგივრცელონ. 
5. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. 
6. ფული ზომიერად ხარჯეთ. 
7. ყველაფერი გეგმისმიერ მოხდება. 
8. შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ წარსულში დაშვებული შეცდომები. 
9. კარგია დიეტის დაწყება. 
10. სასიყვარულო სფეროში ნერვიულობა გელით. 
11. ქალების მხრიდან შურს იგრძნობთ. 
12. მიზნის მიღწევა თუ გსურთ შეცდომები უნდა გამოასწოროთ. 
13. ერიდეთ ჯანმრთელობის გაუარესებას.

 

Astrologia


14. ნერვიულობის გამო საქმეების დასრულება გაგიჭირდებათ. 
15. კარგი პერიოდია ახლის შესასწავლად. 
16. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. 
17. თვე ნეგატივისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის. 
18. უცხო ადგილებსა და ქვეყნებში გელით მოგზაურობა. 
19. უჩვეულო ადგილებში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. 
20. ეცადეთ, არ აიღოთ ვალი. 
21. აგრესიისგან გასათავისუფლებლად ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა. 
22. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. ნეგატივი ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. 
23. დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა და ჯანმრთელობა. 
24. გაგახარებენ შვილები და ასაკით პატარა ნათესავები. 

 

Astrologia

25. სასიამოვნო ამბავს მიიღებთ უცხოეთიდან. 
26. საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ ან პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. 
27. პირად ცხოვრებაში იდილია გარანტირებული გაქვთ. 
28. მეტი სიყვარული და მზრუნველობა გმართებთ უფროსი ნათესავების მიმართ. 
29. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 
30. იყავით მეტად მიმტევებელი და ჰარმონიული. 
31. სასიამოვნოდ გაგაოცებთ თქვენი საყვარელი ადამიანი. 

წყარო

მომავალი, მენსტრუაცია, პერიოდი, თქვენი

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar