რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8-დან 14 ივლისის ჩათვლით დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

08.07.2019 ასტროლოგია 17 0 0.0

Загрузка...

ვერძი

სიყვარული - ნუ აჩქარდებით, დატკბით საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთით. გაამდიდრეთ ურთიერთობა რომანტიკით, მზრუნველობით. ფინანსები და კარიერა - კვირის მეორე ნახევარში გაგიადვილდებათ კარიერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოერიდეთ ზედმეტ რისკს. ჯანმრთელობა - რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. აქტიური ცხოვრება და სპორტი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კურო

სიყვარული - შეცვალეთ ინტერიერი საძინებელში, უფრო ჰარმონიული გახადეთ იგი. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ გემრიელობებით. 
ფინანსები და კარიერა - შეიძლება უცხოელი კლიენტები გამოგიჩნდნენ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. 
ჯანმრთელობა - კვირაში ერთხელ მაინც მოიწყვეთ განტვირთვის დღე. გაუფრთხილდით ყელს, კისერს. 


ტყუპი

სიყვარული - სიტყვა ძლიერი იარაღია. ნებისმიერ ადამიანს დაიპყრობთ საჭირო სიტყვით. ვნების ალს სწრაფად გაააღვივებთ პარტნიორში. თუმცა, მთავარი მისი შენარჩუნება და გაძლიერებაა.
ფინანსები და კარიერა - ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ ვალდებულებებს მარტივად გაართმევთ თავს. 
ჯანმრთელობა - გამოჯანმრთელებას თავად უნდა შეუწყოთ ხელი. 

კირჩხიბი
სიყვარული - მცირე უსიამოვნებების გამო საკუთარ თვს ნუ დაიმარხავთ. პირიქით, გააქტიურდით. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. 
ფინანსები და კარიერა - ორშაბათსვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ლოიალურად მოექცეცით კლიენტებს. 
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ღვიძლს. ნერვების დასამშვიდებლად მეტად იკონტაქტეთ შინაურ ცხოველებთან. 

ლომი

სიყვარული - გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მუდამ მზადაა თქვენი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. 
ფინანსები და კარიერა - საქმეების გასაუმჯობესებლად გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. სამსახურში კომფორტული პირობები შეიქმენით. 
ჯანმრთელობა - დაბინძურებულმა გარემომ და მტვერმა შეიძლება სასუნთქი ორგანოები დაგიზიანოთ. ოთახი ხშირად გაანიავეთ. 

ქალწული

სიყვარული - შეიცავლეთ გარემო, დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ და ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება. 
ფინანსები და კარიერა - ახალი პროფესიების, ათვისების სურვილი გაქვთ. 
ჯანმრთელობა - ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფარისებრი ჯირკვალია.

სასწორი

სიყვარული - იყავით მეტად თამამი, თუ მოგწონთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც ახლა ხართ. დასვენების დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 
ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისი წარმატებულია და არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტივად აიღებთ კრედიტს. 
ჯანმრთელობა - 20-წუთიანი ყოველდღიური ვარჯიში ყველა უსიამოვნებას მოგაცილებთ. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ. 

მორიელი

სიყვარული - პირადი ურთიერთობის დალაგება თუ გსურთ, რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. იზრუნეთ სიყვარულის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე. 
ფინანსები და კარიერა - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან. კვირის მეორე ნახევარში დაიწყეთ ხელშეკრულებების გაფორმება, საბუთების მოწესრიგება. 
ჯანმრთელობა - ნუ გამოიყენებთ პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც კანს გიღიზიანებენ. 

მშვილდოსანი

სიყვარული - დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს დაძაბულობა შეიმჩნეოდა. 
ფინანსები და კარიერა - ხანდახან უსიამოვნო საქმეებიც უნდა შეასრულოთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ მოლაპარაკებები. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. 
ჯანმრთელობა - მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მოეშვით თვითმკურნალობას და მიაკითხეთ ექიმს. 

თხის რქა

სიყვარული - სწორად გაიგეთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნები. ურთიერთობაში ცოტა რომანტიკა და ეროტიკა აუცილებელიცაა. 
ფინანსები და კარიერა - სარისკო ქმედებები დიდ ყურადღებას მოითხოვს. გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ ფინანსებთან დაკავშირებით. 
ჯანმრთელობა - კბილები, პირის ღრუ და ლორწოვანი გარსი საჭიროებს მეტ მოვლას. მოქნილობისთვის უნდა ივარჯიშოთ. 

მერწყული

სიყვარული - თუ საყვარელი ადამიანი გაეჭვიანებთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენგან არ იღებს საჭირო მზრუნველობას, სიყვარულს?..
ფინანსები და კარიერა - საკადრო ცვლილებების კვირაა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. 
ჯანმრთელობა - განწყობა და ჯანმრთელობა შეგიძლიათ ფიზიკური აქტიურობით (იოგა, ცეკვა) გაიუმჯობესოთ. 

თევზები

სიყვარული - საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ფრიგიდულ და მუდამ უკმაყოფილო ადამიანს პარტნიორი დიდი ხნით ვერ გაუძლებს. 
ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი პროექტები კოლეგებთან ერთად განახორციელეთ. ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში. 
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ნერვებს და ძვლოვან სისტემას. ტრავმულობის ალბათობა მატულობს.

წყარო

დასავლური ჰოროსკოპი, ივლისი, ვარსკვლავები, ასტროლოგია

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar