რაში ეხმარება ვეგეტარიანელობა დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს

05.11.2018 ჯანმრთელობა 21 0 0.0

Загрузка...

„ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებით მეორე ტიპის დიაბეტის გაკონტროლება შესაძლებელია"- ამის შესახებ Times-ის ჟურნალისტი კეტ ლეი წერს. 

როგორც ირკვევა, პაციენტები, რომლებიც ვეგეტარიანულ დიეტას იცავენ, სისხლში შაქრის დონეს უკეთ აკონტროლებენ. გარდა ამისა, ისინი 2-ჯერ სწრაფად იკლებენ წონაში. ამასთან, არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მცენარეული რაციონი განწყობას აუმჯობესებს.

ლონდონისა და ნორთჰემპტონის უნივერსიტებების და აღმოსავლეთ სასექსის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფონდმა 11 ექსპერიმენტი შეისწავლეს, რომლის ფარგლებში ხილით, ბოსტნეულით, თხილეულით და მარცვლეულით მდიდარი დიეტები სხვა რაციონებს შეადარეს.

8 შემთხვევაში დიეტები აბსოლუტურად ვეგეტარიანული იყო. „როგორც გაირკვა ადამიანის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა მხოლოდ იმ ჯგუფებში უმჯობესდებოდა, რომლებიც ვეგეტარიანულ დიეტას იცავდნენ"- ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, იმ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს. თუმცა ასეთ დიეტას უარყოფითი შედეგებიც აქვს. კერძოდ, მცენარეულ რაციონს შეუძლია ვიტამინის В12-ის დეფიციტი გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ანემიას ან სხვა დაავადებებს იწვევს.

წყარო

ვეგეტარიანელობა, ადამიანები, რაში, დიაბეტი, ეხმარება, დაავადებული

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...