რატომ არის სექსი ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი? - აქამდე უცნობი მიზეზი

09.11.2018 საკითხავი 21 0 0.0

Загрузка...

ხშირად ვკითხულობთ და გვესმის, რომ მყარი სასიყვარულო ურთიერთობის მთავარი განმაპირობებელი სექსია და როცა ვხედავთ მოსიყვარულე წყვილებს, ქვეცნობიერად ვფიქრობთ, რომ მათ ურთიერთობის შესაბამისი ჯანსაღი, კარგი სქესობრივი ცხოვრება აქვთ.

მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის სექსი სასარგებლო, რა აქცევს მას სარგებლის მომტანად და რა სარგებელს ვიღებთ რეალურად?

ფსიქოლოგ ანიკ დებროტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანისთვის სექსზე უფრო მეტი სარგებლის მომტანი ის სექსუალური მიზიდულობაა, რომელიც პარტნიორებს შორის არსებობს.

კვლევის მიხედვით, კეთილდღეობისთვის და ბედნიერების სექსზე გაცილებით უფრო სასარგებლოა ყოველდღე პარტნიორის კოცნა, მისი შეხება და ჩახუტება.

არის თუ არა სექსი, ან რაიმე სექსუალური აქტივობა კარგი ადამიანის ბედნიერებისთვის?

ეს არის საკითხი რომლის შესახებაც ბევრს დავობენ. შეიძლება იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი ბედნიერი არ არის, მას სექსის სურვილიც არ აქვს და ამ მოსაზრებაში არის კიდეც სიმართლის მარცვალი.

როცა ადამიანი ბედნიერია მას უფრო მეტი სურვილი და განწყობა აქვს სექსით დაკავების, იმიტომ, რომ ის არის ურთიერთობაში, რომელიც აბედნიერებს.

შესაძლოა, თვლით, რომ ურთიერობის სიმყარეზეა დამოკიდებული საუკეთესო სექსი.

ასევე, ფსიქოლოგების განმარტებით, თუ ადამიანი პოზიტიურად აზროვნებს, ის უფრო მეტადაა მიდრეკილი მყარი სასიყვარულო ურთიერთობისკენ და შესაბამისად, სექსის უფრო მეტი სურვილი აქვს.

სხვა სიტყვებით და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხართ ბედნიერი, სექსს აქვს უნარი, რომ კიდევ უფრო ბედნიერად გაქციოთ.

კვლევის ავტორებს სჯერათ, რომ სექსს შეუძლია ურთიერთობაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს და ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტოს.

დებროტმა და მისმა კოლეგებმა სექსის დადებითი ეფექტის შესასწავლად კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს. კვლევაში ჩართულნი იყვნენ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები.

მკვლევარებმა გამოჰკითხეს მათ, თუ როდის ჰქონდათ ბოლოს სექსი, ხოლო შემდეგ შეისწავლეს მათი განწყობა, ბედნიერების ხარისხი და ის, თუ რამდენად პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენდნენ სხვადასხვა პროცესების მიმართ.

კვლევამ აჩვენ,ა რომ განსაკუთრებით პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ის ადამიანები, რომლებსაც სექსი გამოკითხვამდე 24 საათით ადრე ჰქონდათ.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ სექსი და პარტნიორებს შორის მიზიდულობა პირდაპირ კავშირშია. კვლევის თანახმად, პარტნიორებს შორის მიზიდულობა უფრო მატულობს სექსის შემდეგ და პირიქით, რაც უფრო მეტი მიზიდულობაა მათ შორის, მით უფრო მეტი სურვილი აქვთ ერთმანეთთან სექსით დაკავების.

ამ კვლევებზე დაყრდნობით ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ სექსი სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური და სიამოვნების მიღების თვალსაზრისით, არამედ იმის გამოც, რომ ის ხელს უწყობს პარტნიორებს შორის ძლიერი და რაც მთავარია, პოზიტიური კავშირის დამყარებას.

სწორედ ეს უკანასკნელი - პარტნიორებს შორის პოზიტიური კავშირის დამყარება არის ის მთავარი სარგებელი, რომლის მიღებაც ადამიანს სექსით შეუძლია.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ პოზიტიური კავშირი განაპირობებს მყარ ურთიერთობას, მყარ ურთიერთობასთან კი ჯაჭვურ კავშირშია ადამიანის კეთილდღეობა და ბედნიერება.

წყარო

სექსუალური მიზიდულობა, ორგაზმი, სექსი, სიყვარული და სექსი

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...