რატომ ასუქებს ქალს უსიყვარულობა?

28.06.2019 საკითხავი 52 0 0.0

Загрузка...

სიმსუქნე, უმეტეს შემთხვევაში, სიგნალია არა ჯანმრთელობის პრობლემებისა, არამედ მოუწესრიგებელი ურთიერთობების ან ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი აკრძალვებისა. საკვები კი სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის პირობებში ძალიან ცოტა ქალი თუ ახერხებს წონაში დაკლებას და შემდეგ ამ შედეგის შენარჩუნებას.

მაინც რა მიზეზები აჩენს ღამით ჭამის და დიდი ოდენობით ტკბილის, შემწვარისა თუ შებოლილის სურვილს?

მიზეზი 1. სიყვარულის მოთხოვნილების დაბლოკვა

თუკი სიყვარულში არ გიმართლებთ, მაგრამ ჩუმად ხართ, მხოლოდ ბალიშში ქვითინებთ და ვერ ბედავთ თქვენი სიმპათიის ობიექტს თავად გამოუტყდეთ გრძნობებში, უკვე ნათელია, რომ ღამ-ღამობით მაცივრის ხშირი სტუმარი იქნებით. ასეთ გულახდილობაში კი, ძირითადად, ხელს გიშლით მისგან უარყოფის შიში, ძველი წყენები, ჩვევები და ძველმოდური შეხედულებები ცხოვრებაზე.

მიზეზი 2: სურვილის დაბლოკვა, თქვათ ის, თუ რა გჭირდებათ

შეიძლება საკუთარი სურვილები „ჩააჩოჩოთ“ და მხოლოდ მამაკაცის სურვილებით იცხოვროთ - გვიანი ვახშამი საყვარელი კაცისთვის, სექსი მხოლოდ მაშინ, როცა მას სურს. 
„ყველაფერი შენთვის მინდა, ჩემიო სიყვარულო. მერე რა, თუკი შენ ჩემს სურვილებს ვერ ამჩნევ“. 
ასეთ თავგანწირვას აუცილებლად მოჰყვება ის, რომ: ხშირად ცრემლით სავსე გექნებათ თვალები; „დაივიწყებთ“ საკუთარ თავს - დაბლოკავთ ყურადღების და სიახლოვის მოთხოვნილებას ან გადაეშვებით მეორე უკიდურესობაში - გაუთავებელი კინკლაობები, კამათი, სკანდალები, რომლებიც ხელს უშლის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს.

მიზეზი 3: Sекsуალური დისჰარმონია

ზედმეტი წონის ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეიძლება განვიხილოთ... Sекsу.
თუკი Sекsу თქვენთვის მხოლოდ ვალდებულებაა, აუცილებლად დაიწყებთ გასუქებას - წელიწადში 3-4 კილოგრამით მაინც და ნელ-ნელა გადაიქცევით იმ ქალად, რომელიც პარტნიორისთვის აღარ არის საინტერესო. 
თუკი პირიქითაა საქმე - Sекsу-ს მოთხოვნილება გაქვთ, მაგრამ სურვილი დაუკმაყოფილებელია, ესეც წონის მატების მიზეზად იქცევა. 
აგზნებული მამაკაცი აუცილებლად თვითდაკმაყოფილებით დაკავდება, აგზნებული ქალი კი, უმეტეს შემთხვევაში, მაცივართან მიდის რაღაც გემრიელის შეჭმის სურვილით.

რა უნდა გავაკეთოთ?

1. პირველ რიგში, საკუთარ სურვილები კარგად გაიაზრეთ, საკუთარ თავს გამოუტყდით, ამ სურვილების ლეგალიზება მოახდინეთ. ეს გაციოლებით რთულია, ვიდრე შოკოლადის შეჭმა, მაგრამ წელის შემოწერილობას ნამდვილად არ გაგიზრდით;

2. ისწავლეთ არა მარტო საკუთარი სურვილების, არამედ შეგრძნებების მოსმენაც. ნუ იქნებით ჩუმად, ილაპარაკეთ პარტნიორთან საკუთარ გრძნობებზე, მათ შორის - ინტიმურზეც;

3. გახსოვდეთ, რომ თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლებელია. ურთიერთობაში სიჩუმე კი წყენას და ბრაზს აჩენს;

4. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას Sекsу-თან - იგი ვალდებულებიდან სიამოვნებად უნდა გადაიქცეს.

აკრძალვები და ზედმეტი წონა

თუკი ცხოვრებაში ბევრი აკრძალვები გვაქვს, საკვები ხდება ერთადერთი საშუალება, რომელიც გვავიწყებს დისციპლინაზე, თავის კონტროლსა და მოვალეობებზე ფიქრს. მართლაც, ჭამა ხომ ყველაზე ადვილი პროცესია ცხოვრებაში. თანაც - უკონტროლო და უსაზღვრო ჭამა, რომელიც რაღაცით ბავშვობას გაგონებთ და კაპრიზულად, ჭამთ იმდენს, რამდებიც გინდათ.

ახლა კი სამი სასარგებლო ვარჯიში:

„სიამოვნებების სია“

მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ, კვების გარდა, კიდევ რა განიჭებთ დიდ სიამოვნებას. შემდეგ ეს ცონდა რეალობად აქციეთ. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ, მაგალითად, მასაჟი, არომათერაპია, კონტრასტული შხაპი ან, სულაც, მუცლის ცეკვა.

„მე ამას 7 წუთის შემდეგ შევჭამ“

როგორც კი მაცივრისკენ გაგიწევთ გული, საკუთარ თავს უთხარით: „მე ამას 7 წუთის შემდეგ შევჭამ“. და ეგრევე მოიფიქრეთ, რის გაკეთებას მოასწრებთ ამ 7 წუთში. ჭამის სურვილი შეიძლება გაგიქრეთ კიდეც.

„ვანადგურებთ სტარტის მექანიზმს!“

დაფიქრდით, რა მოვლენები ხდება ხოლმე საკვებზე თქვენი ავადმყოფური მოთხოვნილების სტარტი და შემდეგ კულმინაცია: მენსტრუაცია, უძილობა, წყენა... 
სცადეთ და პარტნიორისთვის დაწერეთ წერილი, სადაც თქვენს სათქმელს გულახდილად გადმოსცემთ. ნუ იჩქარებთ ან ნაწერის დახევას. ამის ნაცვლად საკუთარი თავი თქვენი პარტნიორის ადგილას წარმოიდგინეთ და მოძებნეთ არგუმენტები წერილში გამოთქმულ პრეტენზიებზე. აი, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, ეს სია დახიოთ.

ავტორი: ია პირველი

წყარო

უსიყვარულობა, ქალი, მსუქანი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar