რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

07.04.2019 საკითხავი 32 0 0.0

Загрузка...

image

როგორ აღარ ცდილობდა საბჭოთა ხელმძღვანელობა, რომ აეძულებინათ მოქალაქეები ეყიდათ იაფი თევზის კონსერვები და საერთოდ, ზღვის პროდუქტები, ბევრს ისიც ახსოვს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ, ხუთშაბათი "თევზის დღეც" დააწესა რა დროსაც ყველა საზოგადოებრივ კვების ობიექტში სადილად იყო "თევზის დელიკატესები", ეს იყო ერთგვარი მცდელობა გადაეფარათ ხორცის დეფიციტი.

თევზი მართლაც თავზესაყრელი იყო, თუმცა საბჭოთა მოქალაქეები მაინცდამაინც არც თუ ხალისით ყიდულობდნენ რაღაც "საირას" თუ "სტავრიდას", აი ხორცის დეფიციტი მართლაც იყო, ამიტომ ხელისუფლება ცდილობდა სასარგებლო და იაფი თევზით შეევსო კვების მრეწველობის ეს კრიზისული მხარე.

ცნობილი "კილკა ტომატშიც" ჩაწოლილი იყო მაღაზიებში, საქმე იქამდეც მივიდა, რომ პირადად "სიმინდის მეფემ, " ნიკიტა ხრუშჩოვმა აიღო ამ პრობლემის მოგვარება თავის თავზე.

image

მაგრამ საბჭოთა თევზის მრეწველობაში მოიძებნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ერთდროულად გენიალური პიარ- აქცია ან კურიოზული ეფექტური რეკლამა შეგვიძლია ვუწოდოთ.

1939 წელს პოლინა ჟემჩუჟინას თევზის რეწვის სახალხო კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ, გავლენისა და კავშირების მიუხედავად, ( მისი ქმარი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო) იგი საკმაოდ გამოცდილი ხელმძღვანელი გახლდათ, მანამდე პოლინა საპარფიუმერო-კოსმეტიკურ სამმართველოს ედგა სათავეში, სწორედ მისი ძალისხმევით ქალებმა გაიცნეს ისეთი სუნამოები, როგორებიცაა "Красная Москва", "Весенний ландыш" და "Tete-a-tete", რომლებიც ფრანგულ არომატებზე იყო დამზადებული და რომელიც პოლინას პარიზიდან შემოჰქონდა.

image

როგორც კი თანამდებობაზე დაინიშნა, მოლოტოვის ცოლმა მოითხოვა თევზის რეწვის ფლოტის სავაჭროსგან განცალკევება, ეს არ მოეწონა სახალხო კომისარს ლაზარე კაგანოვიჩს, რომელსაც სურდა რაც შეიძლება ბევრი თევზი გაეყიდა და ამოღებული თანხა მეტროპოლიტენისთვის მოეხმარა, თუმცა პოლინა ჟემჩუჟინა არ დანებდა და და მალევე უცხოეთში შეიძინა რეფრიჟირატორები თევზის შესანახად.

ამის შემდეგ სსრკ-ში იწყება "თევზის ბუმი". გადამამუშავებელი საამქროები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყვნენ თევზჭერის ადგილებთან, ომის დაწყებამდე თევზის ასორტიმენტის დასახელება უკვე 50-ს ითვლიდა.

image

ხარისხი და ასორტიმენტი საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ "თევზის" სახალხო კომისარი სხვა პრობლემას გადააწყდა, საბჭოთა მოქალაქეები საკმაოდ სკეპტიკურად უყუდებდნენ თუნუქის ქილაში დაკონსერვებულ თევზს, ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობით იყიდებოდა.

აქ გამოჩნდა მისი მეუღლე ვიაჩესლავ მოლოტოვი, თუ ვიტყვით თანამედროვე ენით-სახალხო კომისარიატმა "შეაგდო" ვირუსული რეკლამა, სსრკ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოლოტოვმა განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყანაში დაძრწის კონტრაბანდისტების ბანდა, რომლებიც შენიღბვის მიზნით, ძვირფასეულობას თევზის კონსერვის ქილებში მალავდნენ, ამის დასტურად მოლოტოვმა კონსერვის ქილიდან მარგალიტი ამოიღო .

მეტის თქმა საჭირო აღარ იყო, ეს ახალი ამბავი უცებ გავრცელდა მთელს ქვეყანაში, მაღაზიის დახლები ელვისებურად დაიცალა, რა თქმა უნდა თევზის კონსერვებში ბრილიანტები და მარგალიტები არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ ხალხი მაინც ნელ-ნელა შეეჩვია თევზის კონსერვს....

რამდენიმე წელიწადში პოლინა ჟემჩუჟინა დააკავეს..ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

ახლა კი დავუბრუნდეთ ხრუშჩოვის პერიოდს, იქიდან მოყოლებული გავრცელდა მეორე ჭორი, თითქოს კონტრაბანდისტები იაფასიან კონსერვის ქილაში, დებდნენ წითელ ან შავ ხიზილალას, ესეც მარკეტინგული ხრიკი იყო.

image

საბოლოოდ საბჭოთა მომხმარებელმა მაინც ბოლომდე ვერ შეიყვარა თევზის კონსერვი, კარგად მახსოვს ახალგაზრდობის პერიოდში, ბიჭებს დასალევზე რაიმის დაყოლება როცა გვინდოდა თევზის კონსერვს-ვთქვათ "კილკას(ქარხალა) ტომატის სოუსში" როცა ვყიდულობდით ვმალავდით, გვრცხვენოდა ვინმეს არ დავენახეთ, თუმცა ახლა, წლების გადასახედიდან უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ გემრიელი იყო.

წყარო

ძვირფასეულობ, თევზის კონსერვი, საბჭოთა მოქალაქეები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019
მთვარის ჰოროსკოპი: 2019 წლის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar