რითი სჯობია ქალის ორგანიზმი კაცისას?

01.12.2018 სექსის შესახებ 35 0 0.0

Загрузка...

იცოდით, რომ, მაგალითად, ქალის გული კაცის გულზე 20%-ით დიდია... და კიდევ...

1. ქალის თმის დიამეტრი ორჯერ ნაკლებია კაცისაზე. სამაგიეროდ, ქალებს უფრო სწრაფად ეზრდებათ თმები და, კაცებთან შედარებით, ნაკლებად სცვივათ.

2. ქალის გულისცემა კაცის გულისცემაზე უფრო სწრაფია. თუკი კაცის გულისცემის საშუალო სტატისტიკური რითმი 7 წუთში 0-72 დარტყმაა, ქალებში ეს მაჩვენებელი 78-82 დარტყმამდე ადის. დიახ, და ზომაშიც ქალის გული კაცის გულზე 20%-ით დიდია.

3. ქალებში სიახლოვის შეგრძნება უფრო ძლიერია, ვიდრე კაცებში. ამიტომ, როგორც წესი, ოჯახის შექმნის სურვილი ქალებში უფრო ძლიერია. ეს დაკავშირებულია ოქსიტოცინის დონის მატებასთან, თუმცა, მხოლოდ ოქსიტოცინი არ არის ამის მიზეზი. გარდა ამისა, ქალებში უფრო უკეთ არის განვითარებული ტვინის ის ნაწილები, რომელშიც სიახლოვის შეგრძნების კონცენტრირება ხდება.

4. ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.

5. ქალის ტვინში კორპუს ქეროსიუმი (ნერვული ბოჭკოების სისტემა) უფრო მსხვილია, ვიდრე კაცის ტვინში და მასში 30%-ით მეტი ნაერთია. სწორედ ამიტომ, ქალები უკეთ უმკლავდებიან ერთდროულად ბევრ დავალებას.

6. ქალს ენაზე გემოს უფრო მეტი რეცეპტორი აქვს, ვიდრე კაცს.

7. ქალის ორგანიზმში უფრო მეტია ტკივილის რეცეპტორი, ვიდრე კაცის სხეულში, მაგრამ ესტროგენის დამსახურებით, რომელიც ანთებით პროცესებს ბლოკავს, ქალებს უფრო უკეთ გადააქვთ ტკივილი.

8. ჰორმონების - პროგესტერონის, კორტიზოლისა და ესტრადიოლის მაღალი დონის გამო, განსაკუთრებით ოვულაციის პერიოდში, ქალებში შფოთვისა და საშიშროების შეგრძნება მძაფრია. ამიტომ, ქალები ინტუიციურად უკეთ გრძნობენ საფრთხეს, ვიდრე კაცები.

9. ქალები კაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს, რადგან ფერთა განსხვავება პირდაპირ კავშირშია X-ქრომოსომასთან.

10. ქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კაცის.

11. ქალის კუნთებში უფრო მეტი ელასტინია, ვიდრე კოლაგენი, ამიტომ არიან ქალები კაცებზე უფრო მეტად მოქნილები.

12. ქალები კაცებზე გაცილებით უკეთ არჩევენ მაღალი სიხშირის ჟღერადობას.

13. ქალები ტკბილ გემოს კაცებზე უკეთ არჩევენ.

14. ქალების საუბარზე პასუხისმგებელია ტვინის ორი ცენტრი, ამიტომ ქალი უპრობლემოდ წარმოთქვამს დღეში 8000 სიტყვამდე, იყენებს 3000 ხმას და 10 000 მდე არავერბალური სიგნალს. ეს მაჩვენებელი კაცებში ორჯერ ნაკლებია.

15. ქალებში დაბადებიდან უკეთ არის განვითარებული ყნოსვა, ვიდრე კაცებში.

16. ქალებში კარგად არის განვითარებული პერიფერიული მხედველობა. კაცებში - გვირაბისეული.

17. ქალის კისერი უფრო მოქნილია, ვიდრე კაცის. ამიტომ, როდესაც ქალს ეძახიან, ის, როგორც წესი, თავს ატრიალებს, ხოლო კაცი მთელი სხეულით ტრიალდება.

18. ქალის სხეულში ორი X-ქრომოსომის არსებობის გამო, ქალებში იშვიათია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და ქრონიკული დაავადებები.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია  

წყარო

ორგანიზმი, ქალი, კაცი

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...