როგორ დაიცვათ თავი ღალატისგან - 8 საუკეთესო ხერხი

07.12.2018 სექსის შესახებ 27 0 0.0

Загрузка...

1. ყურადღებით აირჩიე პარტნიორი

მთავარი შეცდომაა - აზრი „მე ნამდვილად ვუყვარვარ და ჩემთან სხვანაირი იქნება“. მამაკაცი, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორებს, საეჭვოა რომ შეიცვალოს, ამიტომ ამის იმედი არ უნდა გქონდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი მამაკაცი არ თვლის ღალატს სერიოზულ პრობლემად, და იმის შანსი, რომ გუშინდელი გმირი-საყვარელი ღალატში რაიმე ცუდს დაინახავს, ძალიან მცირეა.

2. არ გეგონოს, რომ შენ ეს არ შეგეხება

მაშინაც კი, როცა ურთიერთობებში ხარ ისეთ მამაკაცთან, რომელიც გეჩვენება რომ ამ ქვეყანად ყველაზე ერთგულია, არ გეგონოს, რომ ეს პრობლემა შენ არ შეგეხება. ბუნებრივია, უმიზეზოდ არ უნდა იეჭვიანო, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ არავის არ შეუძლია 100 %-ით ენდოს სხვა ადამიანს. თუ დარწმუნებული იქნები, შეიძლება მნიშვნელოვანი ნიშნები გამოგრჩეს იმის შესახებ, რომ თქვენს ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე არ არის.

3. ყურადღებით იყავი თქვენი ურთიერთობების მიმართ

ადამიანები ხშირად ღალატობენ ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზების გამო, და ერთ-ერთი მათგანია - მცდელობა მოიპოვონ ის გრძნობები, რომლებიც აღარ არის ქორწინებისას. არ არის ვნება, სულიერი სიახლოვე, არ არის ის ემოციები, რომლებსაც პარტნიორები განიცდიდნენ ურთიერთობების დასაწყისში. ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ურთიერთობების განვითარებაზე გავლენის მოხდენა შეიძლება და საჭიროც არის.

4. ნუ იქნები ეჭვიანი

ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთო - ჩართო ტოტალური კონტროლი პარტნიორზე. უსაფუძვლო ეჭვიანობა და პირადი საზღვრების დარღვევა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც კი არ იცავენ თქვენს ურთიერთობებს, არამედ უბიძგებენ მამაკაცს ღალატისკენ.

5. განსაზღვრე დასაშვები საზღვრები

იმისათვის, რომ არ იეჭვიანო უმიზეზოდ და ეს არ გახდეს ორივესთვის სატანჯველი, წინასწარ მოილაპარაკეთ, რა არის დასაშვები თქვენს ურთიერთობებში, და რა - არა. ულტიმატუმების გარეშე. არ მოგერიდოს ყველა იმ თემის განხილვა, რაც გაღელვებს: ფლირტის საზღვრები, ქალებთან მეგობრობის საზღვრები, ცალ-ცალკე დასვენება და ა.შ. გახსოვდეთ, რომ საზღვრები უნდა იყოს სიმეტრიული. ის, რაც დაუშვებელია მისთვის, უნდა იყოს დაუშვებელი შენთვისაც.

6. შეახსენე ხოლმე პარტნიორს იმის შესახებ, თუ რა ბევრს ნიშნავს შენთვის

ძალიან მნიშვნელოვანია შეახსენო ხოლმე მამაკაცს იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ის შენთვის. იმიტომ რომ, „ორის მარტოობის“ გრძნობა - ესეც ღალატის ერთ-ერთი მიზეზია. ამასთან ერთად, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა: არ ჩხუბობთ, არანაირი პრეტენზიები არ არის. სინამდვილეში მასაც არაფერი აქვს სათქმელი იგივე მიზეზით: თქვენ ხომ ყველაფერი ნორმალურად გაქვთ. მაგრამ უნდა იყოს კარგად.

7. სექსი - ეს მნიშვნელოვანია

თუ დიდი ხანია ერთად ხართ, ფიქრობ, რომ სექსი - ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. და ამიტომაც ხანდახან ჩნდება გრძნობა, რომ სექსუალური ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი - რაღაც ხომ არის, და საკმარისია. ჩვეულ ამას მოსდევს ის, რომ სექსი სიამოვნების ნაცვლად იქცევა მოსაწყენი ვალდებულებად. ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირი გზაა ღალატისკენ.

8. ყველაზე მთავარი: რისი გაკეთება არ არის საჭირო

არ არის საჭირო ეცადო გახდე „იდეალური“, იმიტომ რომ ღალატის მიზეზი იმაში არ არის, რომ შენ საკმარისად კარგი არ ხარ. და თუ გრძნობ, რომ საკუთარი თავის სრული გადაკეთებით, შეგიძლია შეაკავო პარტნიორი ღალატისგან, მაშინ ღირს დაფიქრდე, გჭირდება თუ არა საერთოდ ეს მამაკაცი. იმიტომ რომ შენი ნამდვილი მე, საეჭვოა, რომ მას ნამდვილად სჭირდებოდე.

წყარო

ღალატი, რჩევები ქალებს, პრობლემები, რჩევები

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...