როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა...

20.08.2017 საკითხავი 549 0 0.0

Загрузка...

ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება არც ისე ცუდია იმ შემთხვევაში, თუ იქაური ელიტის წარმომადგენელი ხარ. მაშინაც კი როდესაც აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დაძაბულია და მუდმივად მუქარის განცხადებები ისმის, ჩრდილოეთ კორეის ელიტა სარეკრეაციო პარკებსა და რესტორნებში მშვიდად ერთობა და სპორტული აქტივობებით და სხვა სახის გართობით არის დაკავებული.

"ფხენიანი საკმაოდ ვითარდება. იგი ადრე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შავი ლაქა იყო, ახლა კი აქ გართობა, რესტორნები, მობილური ტელეფონი, ავტომობილები გასაკვირი არ არის. ეს ქალაქი საკმაოდ სწრაფად იზრდება. განათლების სისტემა სტალინისტური საბჭოთა კავშირის მსგავსია, რომელიც კომუნიზმის იდეალისტურ აღქმაზეა დაფუძნებული. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ვითარდება. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის კი ფული, გაჯეტები, სმარტ მოწყობილობები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები უცხო აღარ არის" , - ამბობს ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი ლეონიდ პეტროვი.

თუმცა, პეტროვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვერასოდეს გახდება, როგორიც ჩინეთია.

"არავინ აპირებს ჩრდილოეთ კორეელებთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას, მანამ ვიდრე ამერიკელები ამის ნებართვას არ გასცემენ", - აღნიშნავს პეტროვი.

წყარო: allnews.ge

როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar