როგორ გამოვიყენოთ აქტიური ვენერა 14 თებერვალს, პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ან ყოფილ პარტნიორთან შესარიგებლად

10.02.2019 ასტროლოგია 19 0 0.0

Загрузка...

14 თებერვალს სიყვარულის დღე აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. კაფე-ბარები და რესტორნები ივსება წყვილებით, ქუჩა - დასაჩუქრებული გოგონებით. მაღაზიებში კი ელვისებური სისწრაფით ქრება ყვავილები და სუნამოები. გთავაზობთ ინტერვიუს ასტროლოგ სოფია ბზეკალავასთან და სავალენტინო რეკომენდაციებს. 

- როგორ შევხვდეთ ვალენტინობას?

- როგორც ასტროლოგი, მე არ ვარ მომხრე რიტუალების. მთავარია, სიყვარულითა და კარგი განწყობით შევხვდეთ, რადგან 14 თებერვალს, ადვილია კომუნიკაციაში შესვლა გარშემო მყოფებთან და მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე.

- რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუღიმებს ბედი 14 თებერვალს?

- კონკრეტულად ვის როდის გაუღიმებს ბედი,  ეს განისაზღვრება პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, ზოგადად გეტყვით, რომ იმ ადამიანებს გაუმართლებთ, ვინც გააზრებულად და რაციონალურად შეხედავს ურთიერთობის საკითხს, ვინაიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა თხის რქაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან ითხოვს რაციონალიზმს და ზრდასრულ დამოკიდებულას ურთიერთობის მხრივ. თუ ამ ეტაპზე ახალ ურთიერთობას ვიწყებთ, აუცილებელია გააზრებული გვქონდეს ამ ურთიერთობის მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს ორდღიანი კავშირი.

ასევე, კარგია ასაკით უფროს ან უმცროს პარტნიორთან ურთიერთობა, იდეალურია 5-წლიანი სხვაობა, რადგან  ამ დღეს ვენერა სატურნთან არის შეერთებული.

Astrologia

- რას გვირჩევდთ 14 თებერვლისთვის?

- წინდახედულობას.  

- რომელი პლანეტები იქნება აქტიური ამ პერიოდში ?

- ყველა პლანეტა უმეტეს შემთხვევაში აქტიურია ცაზე და, მათი ასპექტებიდან გამომომდინარე, მოაქვთ კონკრეტული მოვლენები ადამიანთა ცხოვრებაში, თუმცა სიყვარულის დღეს ყველაზე აქტიური ვენერა და სატურნის შეერთებაა, ამაო დაპირებების ნაცვლად სიყვარული პრაქტიკული გზით უნდა გამოვხატოთ. ასევე აქტიურია მარსი და ურანის ასპექტი, ამიტომ გირჩევთ, იმპულსური  ქმედებებისგან თავი შეიკაოთ. არ აჰყვეთ ემოციურ ტალღას, რადგან შესაძლოა ამ  ნეგატიური ფონი შექმნათ.  ეს რჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა მამაკაცებისთვის. 

რას ურჩევდით დაშორებულ წყვილებს, როგორ აღადგინონ ჰარმონიული ურთიერთობა?

- ეს უკვე ინდივიდუალური ჰოროსკოპის მიხედვით განისაზღვრება და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, გააჩნია მიზეზებს, თუ რატომ არიან დაშორებულები, როგორ კავშირი ჰქონდათ ურთიერთობაში. წყვილი  იმიტომ ხვდება ერთმანეთს, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც დაუსრულებელი/ შეუსრულებელი დარჩათ, გარკვეული გამოცდილება სჭირდებათ, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობით მიიღებენ. 

- როდის იქნება საკუთესო პერიოდი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად?

- თებერვალში წყვილები ვერ მოახერხებენ ურთიერთობის გაუმჯობესებას. სიტუაცია შეიცვლება მარტში, როდესაც პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება.  ამ პერიოდში კარგია ძველი კონტაქტების აღდგენა, თუმცა - ყველას არ გამოუვა. ამ პერიოდში ან საბოლოო წერტილს დასვამთ ან სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ ურთიერთობას.

- რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ ვალენტინობას?

- ასტროლოგია თავისუფლების მოპოვების საშუალებას იძლევა და არ ვარ მომხრე, რომ ფანატიზმთან დავაკავშიროთ. რატომღაც საზოგადოებაში მსგავსი დამოკიდებულებაა. მთავარია, პოზიტიური ენერგია გასცეთ და რას, როგორ ჩაიცვამთ თქვენი გადასაწყვეტია. ვინიდან ვენერა და სატურნის კავშირია ცაზე, გაცილებით ეფექტურია ვინტაჟური, რეტრო სამოსი. აუცილებელია, მოგვწონდეს ის, რაც გვაცვია.

- არსებობს საჩუქარი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა ეძლევა 14 თებერვალს?

- ნივთებს მაგიური ძალა აქვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ძალიან დიდი სიყვარულით ჩუქნი. არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიანია ეს ნივთი,  მთავარია, აჩუქეთ დადებითი განწყობით.

Astrologia

- ვისთვის იქნება ეს დღე ყველაზე რთული?

- ზოგიერთ წყვილს ემოციების გამოხატვა გაუჭირდება. შესაძლოა ადამიანი მოგვწონდეს და ვერ ვდგამდეთ ნაბიჯს,  სიცივის ნიღაბს ვირგებდეთ, რეალურად კი ძალიან გვინდოდეს ურთიერთობა. შესაძლოა იყოს ბალანსის ვერ დაჭერის მომენტი სამსახურეობრივ ვალდებულებებსა და საყვარელ ადამიანებს შორის, სამსახურია სატურნი, ვენერა კი სიყვარული. ეს დღე ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რომანი სამსახურებრივ ნიადაგზე მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში უფრო მარტივად გამოგივათ ყველაფერი.

მთვარე ტყუპის ზოდიაქოს ნიშანშია და ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ პრობლემების მოგვარება არ აქვს მნიშვნელობა ეს ფინჯან ყავაზე იქნება თუ მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოიყენეთ და გამოავლინეთ ტყუპის ნიშნის დადებითი თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ილაპარაკეთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

ინტერვიუ მოამზადა თამარ ბოკუჩავამ

 

პირადი, ცხოვრება, 14 თებერვალ, აქტიური, ყოფილი, ვენერა, პარტნიორი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...