როგორ გავაფორმოთ სააბაზანო: შთაგონება ცნობილი ქალების ინტერიერებით

09.04.2019 დიზაინი და ინტერიერი 27 0 0.0

Загрузка...

აბაზანა იმ მხრივაა სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მას ხშირად სარელაქსაციოდ, რთული დღის შემდეგ ძალების აღსადგენად მივმართავთ. ცხელი წყალი და თავის მოწესრიგება ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამი ცნობილი მოდის მიმდევარი ქალბატონი საკუთარი სააბაზანოს მაგალითზე გვაძლევს რჩევებს თუ როგორ მოვაწყოთ ის.

მირანდა ქერი, მოდელი და კოსმეტიკური ბრენდის KORA Organics-ის დამაარსებელი:
„ჩემთვის აქ მთავარია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შექმნა“



კრამიტი საშხაპეში
„ვიზუალურად ანცალკევებს სივრცეს და საშხაპეს ელეგანტურს ხდის.“ 
ქვესადგამი კოსმეტიკისთვის
„დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ელემენტები ლამაზი და ფუნქციურია. ისინი ინტერიერში საკვანძო მნიშვნელობას იძენენ“.


დეტალები
„აბაზანაში ძალიან მომწონს სკამი და მას ხელოვნურ ბეწვის ხალიჩას ვუხამებ“
კრისტალები
„ისინი მთელს სახლში მაქვს გაფანტული. ჩემი საყვარელი ვარდისფერი კვარცი პოზიტიური ენერგიის, სიყვარულის და ბედნიერების წყაროა.“



ჯეკი აინა, YouTube-ის ვარსკვლავი და ვიზაჟისტი
„ყოველთვის მსურდა სააბაზანო ოთახი მდიდრული ბინის მსგავსი ყოფილიყო“



ჭაღი
“თავდაპირველად მის დაკიდებას საძინებელში ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი რომ მისი ადგილი აქაა. არც ისე მძიმე და საკმარისად მდიდრული“.
ჯორკო
„ვგიჟდები პატარა, ბეწვის ჯორკოებზე. ერთი აბაზანაში მიდგას, იმიტომ, რომ პირველი რასაც შხაპიდან გამოსვლისას ვაკეთებ, დაჯდომა და სხეულზე დამატენიანებელი კრემის წასმაა. ეს რიტუალი განწყობას შესამჩნევად მიმაღლებს“.

თაროები
„ცარიელი ადგილი იყო და მსურდა რამით შემევსო. ახლა აქ დადგმულ თაროებზე იმ კოსმეტიკას ვანთავსებ, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ. მაგალითად ტონიკს და დამატენიანებელ კრემს“
ნათელი ფერები
„აბაზანას ნეიტრალურ ფერებში ვამჯობინებ, რათა ყურადღება არ გაფანტოს.“



ჯენ აუერბაჰი, კოსმეტიკური ბრენდის Clary Collection-ის დამაარსებელი
„ვცდილობ ინტერიერში იშვიათი ნივთები განვალაგო“



საშხაპე კაბინა
„შესაბამის კრამიტს მე და ჩემი ქმარი ძალიან დიდხანს ვეძებდით. გვინდოდა რომ ბზინვარე არ ყოფილიყო, არაპრიალა ზედაპირით ვარჩიეთ. საშხაპის იატაკზე კი ექვსკუთხა მოზაიკა გავაკეთეთ.“
მცენარეები
„ვგიჟდები მცენარეებზე. სცინდაპსუსი ჰაერს ფილტრავს, ალგაონემას სინესტე უყვარს, ამიტომას აბაზანა მისთვის შესაფერისი ადგილია“.


ვინტაჟი
„1930-იანი წლების პირსახოცის საკიდი და სანათები ვინტაჟურ მაღაზიაში შევიძინე. ზოგადად ვინტაჟი ინტერიერში მხიბლავს: ფრანგული სასახლების ძველი ჭაღები როგორ შეიძლება არ მოგწონდეს?“

ავტორი: ანი მესხიშვილი

წყარო

სააბაზანო, ქალები, ცნობილი, შთაგონება, ინტერიერები

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar