როგორ გავაფორმოთ სააბაზანო - შთაგონება ცნობილი ქალების ინტერიერებით

10.05.2019 დიზაინი და ინტერიერი 142 0 0.0

Загрузка...

აბაზანა იმ მხრივაა სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მას ხშირად სარელაქსაციოდ, რთული დღის შემდეგ ძალების აღსადგენად მივმართავთ. ცხელი წყალი და თავის მოწესრიგება ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მოდის სამი ცნობილი მიმდევარი ქალბატონი საკუთარი სააბაზანოს მაგალითზე გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრისის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

მირანდა ქერი, მოდელი და კოსმეტიკურ ბრენდ KORA ORGANICS-ის დამაარსებელი
„ჩემთვის აქ მთავარია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შექმნა“.

კრამიტი საშხაპეში
„ვიზუალურად აცალკევებს სივრცეს და საშხაპეს ელეგანტურს ხდის“.

ქვესადგამი კოსმეტიკისთვის
„დარწმუნებული ვარ, მსგავსი ელემენტები ლამაზი და ფუნქციურია. ისინი ინტერიერში საკვანძო მნიშვნელობას იძენენ“.

დეტალები
„აბაზანაში ძალიან მომწონს სკამი და მას ხელოვნური ბეწვის ხალიჩას ვუხამებ“.

კრისტალები
„ისინი მთელ სახლში მაქვს გაფანტული. ჩემი საყვარელი ვარდისფერი კვარცი დადებითი ენერგიის, სიყვარულისა და ბედნიერების წყაროა“.

2 ჯეკი აინა − YOUTUBE-ის ვარსკვლავი და ვიზაჟისტი
„ყოველთვის მსურდა სააბაზანო ოთახი მდიდრული ბინის მსგავსი ყოფილიყო“.

ჭაღი
„თავდაპირველად ამ ჭაღის დაკიდებას საძინებელში ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ მისი ადგილი აქაა − არც ისე მძიმე და საკმარისად მდიდრული“.

ჯორკო
„ძალიან მიყვარს პატარა, ბეწვის ჯორკოები. ერთი აბაზანაში მიდგას, იმიტომ, რომ პირველი, რასაც შხაპიდან გამოსვლისას ვაკეთებ, დაჯდომა და სხეულზე დამატენიანებელი კრემის წასმაა. ეს რიტუალი განწყობას შესამჩნევად მიმაღლებს“.

თაროები
„ცარიელი ადგილი იყო და მსურდა რამით შემევსო. ახლა აქ დადგმულ თაროებზე იმ კოსმეტიკას ვათავსებ, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ. მაგალითად, ტონიკს და დამატენიანებელ კრემს“.

ნათელი ფერები
„აბაზანას ნეიტრალურ ფერებში ვამჯობინებ, რათა ყურადღება არ გაფანტოს“.

3 ჯენ აუერბაჰი, კოსმეტიკურ ბრენდ CLARY COLLECTION-ის დამაარსებელი
„ვცდილობ, ინტერიერში იშვიათი ნივთები განვალაგო“.

საშხაპე კაბინა
„შესაბამის კრამიტს მე და ჩემი ქმარი ძალიან დიდხანს ვეძებდით. გვინდოდა მბზინვარე არ ყოფილიყო და არაპრიალა ზედაპირით ვარჩიეთ. საშხაპეს იატაკზე კი ექვსკუთხა მოზაიკა დავაგეთ“.

მცენარეები
„უზომოდ მიყვარს მცენარეები. სცინდაპსუსი ჰაერს ფილტრავს, ალგაონემას სინესტე უყვარს, ამიტომ აბაზანა მისთვის შესაფერისი ადგილია“.

ვინტაჟი
„1930-იანი წლების სტილის პირსახოცის საკიდი და სანათები ვინტაჟურ მაღაზიაში შევიძინე. ზოგადად, ვინტაჟი ინტერიერში ძალიან მხიბლავს: ფრანგული სასახლეების ძველი ჭაღები როგორ შეიძლება არ მოგწონდეს?“

ავტორი: ციაკო ღამბაშიძე

წყარო

ინტერიერები, ცნობილი, შთაგონება, ქალები, სააბაზანო

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar