როგორ ჟღერს თქვენი სული - ამას ინსტრუმენტის არჩევით გაიგებთ! (ტესტი)

13.07.2019 ტესტები 17 0 0.0

Загрузка...

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.

1. თუ თქვენ ვიოლინო აირჩიეთ

თქვენ მეწამული სული გაქვთ და ის მშვენიერია. ასეთი სულის ადამიანები უსაზღვროდ კეთილები და გულისხმიერები არიან. ისინი ბევრს აკეთებენ სხვებისთვის და თითქმის ავიწყდებათ საკუთარი თავი.
მეწამული სულის ადამიანების მთავარი თვისება ის არის, რომ წინასწარ შეცნობის დიდი ნიჭი აქვთ, თუმცა შესაძლოა, ამის შესახებ არც კი იცოდნენ. თუ მეხსიერებას ძალას დაატანენ, აუცილებლად გაიხსენებენ ცხოვრებაში ისეთ შემთხვევებს, როცა „გრძნობდნენ“, რა მოხდებოდა მომავალში. 

2. თუ თქვენ როიალი აირჩიეთ

თქვენ ყვითელი სული გაქვთ - მზის ფერი და მზესავით მანათობელი. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები არიან, თუმცა ასაკთან ერთად სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას. 
მათ გვერდით ყოფნა საოცრად კომფორტულია. ისინი მართლაც მზეს ჰგვანან. ირგვლივ დაუნანებლად გასცემენ სითბოს, თუმცა თუ აფეთქდნენ, მათგან სერიოზული „დამწვრობის“ მიღება შეიძლება. 
ყვითელი სულის პატრონები საუკეთესო ხელმძღვანელები, პედაგოგები და ექიმები არიან.

3. თუ თქვენ ფლეიტა აარჩიეთ

თქვენ მწვანე სული გაქვთ - ეს მარად ახალგაზრდა სულია, გულწრფელი და მიმნდობი. სული, რომელიც აღფრთოვანებით უყურებს სამყაროს.
ეს ადამიანები ხშირად ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან და დამახასიათებელი გამოხედვა აქვთ. უყვართ ყველაფერი ახალი და საინტერესო. მარადიული ოპტიმისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მიმნდობი ხასიათის გამო არაერთხელ „წაუტეხავთ კისერი“, მაინც ჯიუტად სჯერათ ადამიანების.
მწვანე სულის პატრონები ნიჭიერი არტისტები, მწერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები არიან.

4. თუ თქვენ საქსოფონი აირჩიეთ

თქვენ თეთრი სული გაქვთ. თუმცა ხომ გახსოვთ, რომ თეთრი ფერი ყალიბდება ცისარტყელას 7 ფერის შეერთებით? ასევე, თეთრი სულის პატრონებში ბევრი თვისებაა თავმოყრილი. 
ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ისინი ყოველდღე სხვადასხვანაირები არიან. შეიძლება მათ გვერდით იცხოვროთ მთელი ცხოვრება, მაგრამ მათი სულის ყველა საიდუმლო მაინც ვერ ამოხსნათ.
ამ ადამიანებმა შეიძლება ცხოვრებაში ბევრი განსხვავებული არჩევანი გააკეთონ, მაგრამ მათი ყოველდღიურობა ყოველთვის სავსეა სიახლითა და საინტერესო მოვლენებით. ზოგჯერ ისე უმართლებთ, რომ ამის ლოგიკით ახსნა შეუძლებელია. 

5. თუ თქვენ ამ ინსტრუმენტებიდან არცერთის ჟღერადობა არ მოგწონთ

თქვენი სულის მუსიკა ჯერჯერობით დამალულია. ამისთვის კი სამყაროს აუცილებლად ექნება წონადი მიზეზები.

ავტორი: Fun Time


საქსაფონი, ინსტრუმენტი, ტესტი, თქვენი სული, როიალი, ფლეიტა, ვიოლინო

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar