როგორი იქნება სახლი მარსზე - NASA-მ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

06.04.2019 გამოგონებები 202 0 0.0

Загрузка...

NASA-მ მარსზე ასაშენებელი სახლების ოპტიმალური კონცეფციის შესარჩევი კონკურსის 3 გამარჯვებული დაასახელა. კონკურსი 2015 წელს დაიწყო და საუკეთესო ვარიანტების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკელი სპეციალისტებისგან არის შემდგარი და თითოელ გუნდს $100 000 გადაეცემა. მათ „მარსის სახლებისთვის“ ოპტიმალური დიზაინი, არქიტექტურა და ტექნოლოგიები შეიმუშავეს.

პირველი პროექტი ეკუთვნის გუნდს სახელად SEArch + / Apis Cor. მათ მიერ დაპროექტებულ „სახლს“ რამდენიმესართულიანი ვერტიკალური სტრუქტურა, განათების პასიური სისტემა და ექსტერიერის უნიკალური მოპირკეთება აქვს. 3D ელემენტების ბეჭდვით მისი შეკეთება, ფაქტობრივად, უსასრულოდ არის შესაძლებელი.

მეორე პროექტი Zopherus გუნდის წევრებმა შექმნეს. ის მარსზე არსებული ნედლეულის მაქსიმალური ოდენობით გამოყენებას გულისხმობს. მათი იდეით ქვიშისა და მტვერისთვის გარკვეული რეაგენტების დამატებით, ბეტონის მსგავსი საშენი მასალის მიღებაა შესაძლებელი. დედამიწაზე მხოლოდ 3D მოდელის შექმნაა საჭირო, დანარჩენი სამუშაოები მარსზე ჩატარდება.

მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა- Mars Incubator. მათი პროექტი „უნივერსალური ჰექსაგონი“-ს მშენებლობას გულისხმობს. ეს არის პოლიგონი, რომელიც ექვსი კუთხისა და ექვსი მხარისგან შედგება. საჭიროა მხოლოდ დაიბეჭდოს საჭირო ბირთვი 3D ფორმატში და მოთავსდეს კარის, ფანჯრის ან სხვა ნაწილის ფორმაში. შემდეგ კი ისინი სამგანზომილებიან სტქრუქტურაში შეიკრიბება.

წყარო

სახლი მარსზე, პროექტები, გამარჯვებული

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar