როგორი ტანსაცმელია მოდური ბავშვებისთვის 2018-2019 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონზე?

08.11.2018 მოდის სამყარო 17 0 0.0

Загрузка...

მშობლები ძალიან დიდ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, როგორი ტანსაცმელი შეურჩიონ ბავშვებს. შესაბამისად, ხშირად ითვალისწინებენ იმას, თუ რა ფერის და როგორი მასალით შეკერილი სამოსი ითვლება მოდურად. 

დაათვალიერეთ მოდური და ხარისხიანი სამოსი ყველაზე პატარებისთვის

როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, ბოლო დროს საბავშვო მოდის ინდუსტრია იმეორებს უფროსებისთვის მორგებულ სტილს და პატარებისთვის ისეთ სამოსს გვირჩევს, რომელიც მიახლოებულია უფროსების ჩაცმის სტილთან. 

2018-2019 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის მოდურ ტანსაცმელად ითვლება, ნატურალური მასალისგან შეკერილი ტანსაცმელი. თბილი დღეებისთვის დიზაინერების ბამბის, აბრეშუმის და სელისგან დამზადებულ ტანსაცმელებს გვირჩევენ. ცივ ამინდში კი ჯინსის, ვილვეტის, ბამბის და კაშმირის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელები აქტუალობას არ კარგავენ. ასევე მოდურ ტრენდად ითვლება, სხვადასხვა მატერიისა და დეტალის შეხამება. 

დიზაინერების გადაწყვეტილებით, ბავშვებისთვის შეკერილ ტანსაცმელზე დატანალია ფლორისა და ფაუნის ელემენტები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ააქვს, რომელი სეზონისთვის ვარჩევთ სამოსს. საერთოდ, 2019 წლის ტრენდად ითვლება, დიდი ზომის ყვავილებისა და მცენარეების პრინტი ტანსაცმელზე. პოპულარულია 3-D ფორმატის ნახატები კოფთებზე, ქურთუკებზე და მაისურებზე. ტანსაცმელზე დახატული გამოსახულებები არ არის აუცილებელი იყოს მკვეთრი და ნათელი. 

როგორც ირკვევა, სულაც არ არის აუცილებელი გოგოებს მაინცდამაინც ვარდისფერი, ბიჭებს კი ლურჯი ტანსაცმელი შევურჩიოთ. ახალდაბადებული და წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დიზაინერები მშვიდი პასტელის ფერებს, რძისფერ,ღია ვარდისფერ და ღია ნაცრისფერს გვირჩევენ. ხოლო ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს შეგვიძლია თამამად ავურჩიოთ ხაკისფერში, ღია ყავისფერში, ცისფერში, წითელში, ვარდისფერში, იისფერში, კლასიკურ შავსა და თეთრში გადაწყვეტილი სამოსი. სეზონზე  როგორც გოგონების, ასევე ბიჭუნების ტანსაცმელზე უხვად ნახავთ,  ლოგოებს, ზოლებსა და ნახატებს. 

წყარო

როგორი ტანსაცმელია მოდური ბავშვების

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...