რომელი დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

08.10.2018 ასტროლოგია 15 0 0.0

Загрузка...

საქართველოში ადამიანებს პრევენციის მიზნით გამოკვლევების ჩატარების საშუალება არ აქვთ, ისევე როგორც, არ შეუძლიათ სრულყოფილი მკურნალობა მაშინ, როცა რაიმე აწუხებთ. მიუხედავად ამისა, თუ გვეცოდინება რომელი დაავადებებისკენაა მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმი, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.

ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიდრეკილები არიან ძვლებისა და ტვინის დაავადებებისკენ. მათ ხშირად აწუხებთ: შაკიკი და თავის ტკივილი, ემოციური გაუწონასწორობა და ბრაზი, მაღალი წნევა, ანთებები, ციებ-ცხელება, ინსომნია და ძილის სხვა დაღვევები. ვერძებში ხშირია ანემია.

კურო

კუროების "აქილევსის ქუსლი" ყელია. სწორედ ყელთან დაკავშირებული დავადებები აიძულებს ექიმებთან ხშირ ვიზიტს, მათ შორის - ანგინა და არანორმალურად დიდი გლანდები, რომელიც სასწრაფოდ მოსაშორებელია. ხშირად ემართებათ ხოლმე ყელის კიბო. ასევე, კუროები მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონისკენ, წევისა და გულის პრობლემებისკენ.

ტყუპი

ხშირად ტყუპი კანის დაავადებებით იტანჯება; ასევე ექმნებათ სასუნთქი სისტემის პრობლემები - წამდაუწუმ ემართებათ ფილტვების ანთება ან ბრონქიტი. ტყუპი შეიძლება დაიღუპოს ფილტვის კიბოთი. მაღალია ალვეოლებში წყლის ჩადგომის ალბათობაც. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ტყუპს დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ამიტომ ხორცსა და შავ შოკოლადს უნდა მიეძალოს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ძალიან უყვართ ჭამაცა და სუსნაობაც, ამიტომ ხშირად კუჭნაწლავის პრობლემები აწუხებთ. ემართებათ ყაზბობა, დიარეა, ბუასილი (სხვადასხვა ფორმით). ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კალციუმის ნაკლებობა აქვთ. ასევე, მიდრეკილი არიან სიმსივნური წარმონაქმებისკენ. ქალებში ხშირია მენსტრუაციიული ციკლის დარღვევა. კირჩხიბებს ემართებათ ფსიქიკური აშლილობა და ნევროზი, ემოციური ნატურიდან გამომდინარე.

ლომი

ლომების სუსტი წერტილი ღვიძლია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ ანალიზებს, რადგან შესაძლოა სისხლში დარვევები აღმოაჩნდეთ. ზოგიერთს აწუხებს ხერხემალი და წელის ტკივილი. ასევე, ხშირად ემართებათ დიაბეტი.

ქალწული

ქალწულებს მეტაბოლიზმი შენელებული აქვთ. მიდრეკილი არიან წონის მატებისკენ. ხშირად სტკივდებათ მუცელი, ემართებათ ნაწლავების ანთება, ბევრი მათგანი იკეთებს აპენდიციტის (ბრმანაწლავის) ოპერაციას, მათში ხშირია სქესობრივი დარღვევებიც.

სასწორი

სასწორებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც ხშირად ცივდებიან ან ვირუსი ეყრებათ. გარდა ამისა, ემართებათ ფეხის ან სასქესო ორგანოს სოკო. ბევრი სასწორი იტანჯება ღვიძლის დაავადებებისგან ან თირკმელის კენჭისგან. სასწორებში ბევრი უშვილო მამაკაცი და ქალია.

მორიელი

მორიელი დღეში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ, თუ შეჭამს, მაგრამ დიდი დოზით მიიღებს საკვებს, რაც სპოსბს მის საჭმლის მომნელებელ სისტემას. მორიელებს ემართებათ შარდის ბუშტის ანთება. მამაკაცებში გავრცელებულია პროსტატიტი, ადენომა, უროლოგიური დაავადებები; ქალებში კი გინეკოლოგიური ავადმყოფობები.

მშვილდოსანი

შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნები საკამოდ ჯანმრთელები არიან. არასწორი რეჟიმისა და არაჯანსაღი კვების რაციონის შემთხვევაში შეაწუხებს ღვიძლი, ართრიტი და დერმატოლოგიური პრობლემები.

თხის რქა

თხის რქებს აწუხებთ სახსრებისა და ძვლების პრობლემები, სცვივათ თმა და სტყდებათ ფრჩხილები. ხშირად აკლიათ კალციუმი და იოდი. შესაძლოა, აღმოაჩნდეთ ჩიყვი.

მერწყული

მერწყული მიდრეკილია ანორექსიისკენ ან პირიქით, წონის შემაშფოთებელი მატებისკენ. აწუხებს მუხლებისა და კოჭების ტკივილი, სისხლის შედედება ან უკიდურესი გათხელება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ხშირად ემართებათ კიბო. მათი სუსტი წერტილია ნერვული სისტემა.

თევზები

თევზებში მაღალია სიმსივნეს წარმშობის რისკი. აწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. დალევა უყვართ, ამიტომ ემართებათ ღვიძლის დაავადებებიც. შესაძლოა, ასტკივდეთ ძვლები და ვენები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


მიდრეკილი, ხართ, რომელი, დაავადებებისკენ, ნიშნის, ზოდიაქოს, მიხედვით

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...