რომელი პროფესია გაგაბედნიერებთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

23.09.2019 ასტროლოგია 37 0 0.0

Загрузка...

ზოდიაქოს ნიშნებმა 2 რამ უნდა შეარჩიოს განსაკუთრებული სიფრთხილით - ცხოვრების მეგზური და პროფესია, რადგან ერთსაც და მეორესაც შეუძლია ყველაზე ბედნიერ ან უბედურ ადამიანად აქციოს. გაინტერესებთ, რომელი პროფესია გაგაბედნიერებთ?

ვერძი თუ ხართ, თქვენი მოწოდება იქნება ადვოკატურა, სპორტი, სამხედრო საქმე, პიარი ან მარკეტინგი.

კურო თუ ხართ, ბედნიერებას მოგანიჭებთ სარესტორნო საქმე, კულინარია, საბანკო-საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

ტყუპი თუ ხართ, თქვენთვის აუცილებელია კომუნიკაცია, თავს იპოვით ჟურნალისტიკაში, მწერლობაში, ყველა სახის საშუამავლო-საკონსულტაციო საქმიანობაში.

კირჩხიბი თუ ხართ, თქვენთვის სასიამოვნოა ნებისმიერ საქმე, რაც სიძველეებს ეხება. დაკავდით ანტიკვარიატით, ისტორიკოსის პროფესიით, საოჯახო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვით ან აქსესუარების კეთებით.

ლომი თუ ხართ, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, უნდა იყოთ ლიდერი. საუკეთესო საქმე თქვენთვის არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. სახელოვნებო ან შოუ-ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა, სპორტი.

ქალწულის მოწოდება კირკიტი და გონებრივი საქმიანობაა. თქვენია საბანკო-საბუღალტრო სფერო. ბრწყინვალე ექიმი იქნებით. კარგია ფარმაცევტიკა და აუდიტორული საქმიანობაც.

სასწორის სფერო, როგორც წესი, იურისპრუდენციაა. თუმცა, სასწორები ბედნიერებას პოულობენ ხელოვნებაში იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურა თუ მუსიკა.

მორიელისთვის ზედგამოჭრილი საქმიანობაა სახმედრო სარბიელი. მათ შორის ბევრი ქირურგი, ადვოკატი, უძრავი ქონებით მოვაჭრე და ბირჟის ბროკერი გვხვდება.

მშვილდოსნის საქმიანობა ხშირად კავშირშია პოლიტიკასთან. მათთვის ასევე მისაღებია ვეტერინარის პროფესიაც. ხშირად მშვილდოსნები წარმატებას აღწევენ როგორც ლექტორები და მასწავლებლები.

თხის რქა თუ ხართ, თქვენი საქმიანობა სახელმწიფო ინსტანციებში მუშაობას გულისხმობს. თქვენთვის მნიშვნელოვანია მკაცრი გრაფიკი და დისციპლინა. კარგი ტრავმატოლოგი და ლექტორი დადგება ასევე თქვენგან.

მერწყული თუ ხართ, საკუთარ მოწოდებას ინტერნეტ-ტექნოლოგიებში იპოვით. ბევრი კარგი აიტი სპეციალისტი იბადება ამ ნიშნით.
შესაძლებელია ასევე თქვენი პროფესია უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკას.

თევზები თუ ხართ, სულით ხელოვანი იქნებით. კარგია თქვენთვის მწერლის პროფესია. ლიტერატურული კრიტიკოსის, დრამატურგის ან მხატვრის, ასევე ფსიქოლოგის საქმიანობა.

წყარო

ზოდიაქოს ნიშნები, პროფესია

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar