რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ!

04.04.2019 ჯანმრთელობა 37 0 0.0

Загрузка...

ორგანიზმის ტემპერატურის მომატება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სხეულის თავდაცვითი სისტემა სრული მობილიზაციის პროცესშია. ტემპერატურის მომატების ზოგადი მექანიზმი არის რეაქცია იმუნური სისტემის საპასუხოდ. ასე ის ებრძვის ბაქტერიების, ვირუსებისა და მავნე ნივთიერებების შეჭრას ორგანიზმში. როგორც ექიმები ამბობენ, მაღალი ტემპერატურა- დამხმარე "ასისტენტია".

image

სხეულის ტემპერატურაზე პასუხისმგებელია ჰიპოთალამუსი. ჰიპოთალამუსი (hypothalamus) — შუამდებარე ტვინის ნაწილია, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და თელამუსის ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ ვეგეტატიურ ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის წყლისა და მარილების ცვლას. ჰიპოთალამუსი მრავალი ბირთვისგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი ტემპერატურისა და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს.

image

ჰიპოთალამუსი პასუხისმგებელია შეინარჩუნოს ორგანიზმის ისეთი ტემპერატურა, რომელიც გვჭირდება ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობისთვის. ჩვეულებრივ კი შინაგანი ორგანოებისთვის ეს ტემპერატურა 37 გრადუსი, სხეულისთვის კი 36.6 გრადუსია.

ტემპერატურის ზრდის პროცესი შედგება ეტაპებისგან და საბოლოოდ მას მაღალ ტემპერატურამდე მივყავართ, რომელიც 39 გრადუსზე და ზოგჯერ ზევითაც ადის. ამ დროს კი ვიწყებთ ბრძოლას მასთან გასამკლავებლად– პარაცეტამოლი, ასპირინი, მცენარეული პრეპარატები, ცხელი ჩაი, სათბურები, თაფლი, სველი საფენები სწორედ ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობით ვცდილობთ "სიცხე" დავწიოთ. საერთო და კუნთების სისუსტე და ტკივილი, კანის სიმშრალე, სუსტი პულსი და უმადობა კი მასთან თანმხლები სომპტომებია.

ჰიპერთერმია (მაღალი ტემპერატურა), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხეულის თავდაცვითი, ნორმალური რეაქციაა. საჭიროა პირველ რიგში, რომ აღმოვფხვრათ გამომწვევი მიზეზები და შესაბამის მკურნალობას მივმართოთ. აქვე შეგახსენებთ, თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ზევით არ არის, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. არსებობს ტემპერატურა– 39, 5 °, რომლის დროსაც სიცხის დამწევი პრეპარატები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და ასევე ტემპერატურა– 40, 5–41°, რომელიც სასიცოხლოდ საშიშია. 36.6– დან 38 ° C–მდე არსებულ ტემპერატურას ექიმები უწოდებენ "ცუდს".

image

"ცუდი" ტემპერატურა საკმაოდ ხშირად ვრცელდება და თან ახლავს სისუსტე, დაღლილობა, აპათია, რაც მიუთითებს ფარულ ანთებაზე (ქრონიკული სინუსიტი, ტონზილიტი, ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ქალებში გინეკოლოგიური დაავადებები, მამაკაცებში კი გენიტალიების ანთებითი დაავადებები). "ცუდი" ტემპერატურის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დაბალი იმუნიტეტი.

თუ სამი დღის განმავლობაში გაქვთ ტემპერატურა, რომელიც არ სცდება 37.5°–ს, თუმცა არც ყელის ტკივილი გაქვთ, არც სინუსიტი, მაშინ ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში დისბალანსის მიზეზი– ჰორმონალური უკმარისობა, სტრესი, ტუბერკულოზი, მწვავე ინფქეციური და ქრონიკული დაავადებები, ავტოიმუნური ფაქტორი, აივ ვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ჰეპატიტი– B ან C, ონკოლოგიური დაავადებები, ჰელმინთოზი, რკინის დეფიციტი–ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსიქოგენური ფაქტორი.

image

P.S. "ცუდი" ტემპერატურის შემთხვევაში ჩააბარეთ სისხლის საერთო ანალიზი და აუცილებლად ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე. ჯანმრთელობას გისურვებთ!

წყარო

სიცხე, ტემპერატურაა

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar