რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალებს დასდევენ ცოლიანი კაცები?

12.10.2018 ასტროლოგია 16 0 0.0

Загрузка...

მამაკაცის ცდუნება ადვილია თუ ის შეყვარებული არ არის... და მაინც, მანდილოსნებზე ხშირად კაცები იყენებენ ათასგვარ ხრიკს ,,მსხვერპლის“ მოსანადირებლად. ყველამ კარგად ვიცით, რომ დაოჯახებულ მამაკაცებს ყოველთვის როდი უყვართ თავიანთი ცოლები.
ხშირ შემთხვევაში თანაცხოვრება ახუნებს მათ გრძნობებს და საბოლოოდ, თავგადასავლების ძიებას იწყებენ. ალბათ ერთხელ მაინც გაგფლირტავებიათ მამაკაცი, რომლის თითზეც ოქროს ბეჭედი შეგინიშნავთ, სხვები ტყუილსაც არ ერიდებან და მალავენ, რომ მეუღლე ჰყავთ. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ირგვლივაც უმეტესწილად დაოჯახებული კაცები ტრიალებენ - ცდილობენ მოხიბლონ, თავბრუ დაახვიონ და საშიშ სასიყვარულო თამაშში ჩაითრიონ - ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ტყუპები
ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან საყოფაცხოვრებო საკითხებზე საუბრით: ,,ავეჯი ვიყიდოთ“, ,,ბავშვია სკოლიდან გამოსაყვანი“, ,,დედაშენს დაბადების დღეზე რა ვუყიდოთ?“ ,,საღამოს პური მოიტანე“... თქვენთან ურთიერთობით კაცი იკლავს ინტელექტუალური საუბრების შიმშილს, შეუძლია აფრქვიოს თავისი ყველაზე არარეალური აზრები - თქვენ ხელს არ ჩაავლებთ და ძირს არ დაანრცხებთ - გონს მოეგე, რეალობას დაუბრუნდიო; ან მოუსმენთ, ან - უკეთეს შემთხვევაში - აჰყვებით. ცოლიანი მამაკაცები დაგსდევენ იმიტომ, რომ საინტერესო პიროვნება ხართ.
მორიელი
ხშირად დაოჯახებული მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება რუტინულია, თუ ცოლს არ ღალატობს. მან დიდი ხანია მოიწყინა საწოლში მეუღლესთან ერთად: ნაცნობი პოზები, შეგრძნებები და ადგილები - საწოლი, სააბაზანო, მაქსიმუმ სამზარეულო. თვლის, რომ მშობიარობის მერე ცოლი გაუსუქდა და ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა... თქვენ კი ისეთი სექსუალური ხართ, მხოლოდ სიარულის მანერით, ერთი მზერით ან სიცილითაც კი აღძრავთ საპირისპირო სქესში ბინძურ ფანტაზიებს. თქვენს ენერგეტიკას გრძნობს და დარწმუნებულია, რომ დაუვიწყარ სექსუალურ გამოცდილებას შესთავაზებთ - აი რატომ დაგსდევენ ცოლიანი მამაკაცები, მორიელებო.
მშვილდოსანი
დაოჯახებულ მამაკაცს სამსახურიდან შინ დაბრუნებისთანავე სახეში ეხლება პრობლემები... პრობლემები, რომელსაც ბოლო არ უჩანს - რამდენჯერაც უნდა მოაგვაროს, იმდენჯერ წამოჰყოფს თავს, როგორც სოკო წვიმის შემდეგ. კაცს ეჩვენება, რომ ეს დაუსრულებელი წრეა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ცოლი მუდამ წუხს ან წუწუნებს, ქმრისგან რაღაცას მოითხოვს - ხან ყურადღებას, ხან სითბოს, ხან რომანტიკას, ხან ახალ ტანსაცმელს.... ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. თქვენ კი, მშვილდოსნებო, სულ ცალ ფეხზე გკიდიათ მამაკაცი, რომელთანაც მსუბუქი ფლირტი გაკავშირებთ, რას გააკეთებს, როგორ და ვისთან ერთად. კარგად გაერთობით კაცთან - იცეკვებთ, დალევთ, მოწევთ, მანქანას ან მოტოციკლეტს არანორმალური სისწრაფით გააქროლებთ, გექნებათ სექსი - მერე კი მთელი კვირა გაქრებით, მამაკაცს კი თქვენი ძებნა მოუწევს. მშვილდოსნები ის ქალები არ არიან პარტნიორს, რომ ზარებით აიკლებენ, პირიქით, შესაძლოა თავად არ უპასუხონ კაცს მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე. ცოლიანი მამაკაცები დაგსდევენ იმიტომ, რომ ,,ნადირობა“ მოენატრათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


დასდევენ, ნიშნის, კაცები, ზოდიაქოს, რომელი, ცოლიანი, ქალებს

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...