"როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება"...

04.05.2019 ახალი ამბები 108 0 0.0

Загрузка...

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოცილურ ქსელში ბიძინა ივანიშვილიზე წერს.

მისი თმით, ათწლეულების მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები შეკვეთილის დენდროპარკში ისეირნებენ და გიგანტური ხეების ჩრდილში ჩამოჯდებიან, უნდა გაიხსენონ ის ადამიანიც, ვინც ეს გააკეთა.

"როცა ბიძინა აღარ იქნება!!!!

დაახლებით 50 წლის წინ, თბილისი რუსთავის გზის გაყოლებაზე, მტკვრის ჭალაში, ნაგავსაყრელზე ტყე-პარკი გაშენდა, ამ საქმის თავი და თავი და უშუალო შემსრულებელი იყო პროფესიონალი მეტყევე ( შემდეგ ამ ტყე-პარკის დირექტორი) ვლადიმერ ფანჩულიძე.

მე ხშირად მინახავს ეს კაცი აქ, ამ ტყე-პარკში გაკეთებულზე და გასაკეთებელზე რომ ყვებოდა და ხარობდა აქაურობით - ეს რუსთავ-თბილისის მწვანე ფილტვები იქნებაო, დარგო ასობით ხე, ხელოვნურ ტბაში უზარმაზარი არგონავტების ნავიც კი ჩადგა, სასეირნო ბილიკები გააკეთა, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი ააშენა... მერე დრო აირია, გაპარტახდა აქაურობა, არც ვინმე პატრონი ჩანდა. დღეს მაგარი სამე დაიწო, პრემიერმა ამ ტყე-პარკის აღდგენა დააანონსა, გულწრფელი სიხარულით გამიხარდა და ის კაცი გამახსენდა, ვლადიმერ ფანჩულიძე, აქაურობის სულისჩამდგმელი, რომელიცსამწუხაროდ, არავის გახსენებია...

რატომ ვივიწყებთ ადამიანებს, მათ ღვაწლს, არადა, ამ კაცის გახსენებით ადამიანებსაც გული გაუთბებოდა.

ათწლეულების მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები შეკვეთილის დენდროპარკში ისეირნებენ და გიგანტური ხეების ჩრდილში ჩამოჯდებიან, უნდა გაიხსენონ ის ადამიანიც, ვინც ეს გააკეთა, სახელები და მაგალითები უნდა შევინახოთ, ვისწავლოთ დაფასება გაკეთებულით!!!"- წერს ნინო კვაჭანტირაძე.

ავტორი: ელენე გუმა

 


ბიძინა ივანიშვილი, დენდროპარკი, ადამიანები

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar