რუმინეთში თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის მე-100 წლისთავი პროტესტის ფონზე აღნიშნეს

02.12.2018 მსოფლიო ამბები 17 0 0.0

Загрузка...

რუმინეთში თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის მე-100 წლისთავი კორუფციისა და მმართველობის ხარვეზების წინააღმდეგ პროტესტის ფონზე აღნიშნეს. ამის შესახებ Foxnews-წერს.

მთავრობამ სამხედრო აღლუმები ჩაატარა ბუქარესტში და ტრანსილვანიის ქალაქ ალბა ლულიაში, რომელიც ითვლება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთის გაერთიანების სიმბოლოდ. საღამოს დედაქალაქში 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მთავრობის სასახლესთან კორუფციის გასაპროტესტებლად. ისმოდა შეძახილები „გადადექით!“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუმინეთს, როგორც ნატოს წევრს, მადლობას უხდის შავი ზღვის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანისთვის, ასევე ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში მონაწილეობისთვის.

რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი წევრია, იანვრიდან შეუდგება ბლოკის მორიგე თავმჯდომარეობას. ამავე დროს გამოთქვამენ შეშფოთებას სასამართლო რეფორმით, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის დასუსტების საფრთხეს.

ფოტო: facebook

წყარო

შექმნა, რუმინეთი, თანამედროვე, პროტესტი, სახელმწიფო, 100 წლისთავი, ფონზი, აღნიშვნა

როგორ გამოიყურებოდნენ 90-იანი წლების ვარსკვლავი ქალები - ფოტოშოპისა და პლასტიკური ოპერაციების გარეშე
11.12.2018
რას ნიშნავს დემისექსუალი? – 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დემისექსუალი ხართ
11.12.2018
ქალებს თავიანთი ძაღლის გვერდით უფრო მშვიდად სძინავთ, ვიდრე ადამიანის გვერდით - კვლევის შედეგი
11.12.2018
წლის საუკეთესო მოდელი გამოვლინდა
11.12.2018
15 საუკეთესო ვარსკვლავი Gucci-ის სამოსით 2018 წელს
11.12.2018
ქეით მიდლტონმა 50-იანი წლების მოდური ტრენდი გააცოცხლა
11.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...