„რუსთავი 2“-ში "უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა "...

20.07.2019 ახალი ამბები 46 0 0.0

Загрузка...

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. პაატა სალიას თქმით, წინა მენეჯმენტის მიერ დატოვებული ფინანსები ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასების გასაცემადაც კი არასაკმარისია.

სალია განმარტავს, რომ მუშაობს დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად. ის ამბობს, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ქიბარ ხალვაში ტელევიზიის გასხვისებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

"არ დავასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა",- განაცხადა პაატა სალიამ.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 

წყარო
პაატა სალია

ფოტო: გიორგი ხუხია

რუსთავი 2, დაგვხვდა, მდგომარეობა, ფინანსური, უმძიმესი

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar