„რუსთავი 50“ - უნიკალური გამოცემა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერია შესული

26.10.2018 ხელოვნება 176 0 0.0

Загрузка...

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“.

გამოცემას ახლავს ანსამბლის მიერ შესრულებული, უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტდისკით.

ანზორ ერქომაიშვილმა საინტერესოდ შეკრა ანსამბლ „რუსთავისადმი“ მიძღვნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის, მუსიკოსების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების აღფრთოვანებული წერილები, მსოფლიო პრესის გამოხმაურებები, უმდიდრესი ფოტომასალა. წიგნი სრულყოფილად და რეტროსპექტიულად ასახავს „რუსთავის“ მიერ 50 წლის განმავლობაში წარმატებით განვლილ გზას და შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.

„თქვენ დრო დაამარცხეთ, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურებით“ - ასეთ შეფასებას აძლევს ანსამბლის 50 წლიან მოღვაწეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.

„უაღრესად საგულისხმო და საინტერესოა ის შინაარსი, რითაც დატვირთულია გამოცემა. წიგნის ავტორი ერთგვარად თავს უყრის ქვეყნისათვის და ქართული კულტურისათვის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შრომის შედეგს. წიგნი „რუსთავი 50“ ბ-ნი ანზორის ერთგვარი სამადლობელო სიტყვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მეგობრობისა და თანამდგომის როლი იკისრეს საქართველოში და მსოფლიოს წინაშე ანსამბლ „რუსთავის“ წარმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში,“ - აღნიშნავს ანსამბლ ,,რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

ავტორი: Fun Time

წყარო

ხალხური, 400, სიმღერის, ქართული, საეკლესიო, გამოცემა, საგალობლის, რომელშიც, უნიკალური, რუსთავი 50

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019
მთვარის ჰოროსკოპი: 2019 წლის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar