საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ხორცს უფრო რბილს ხდის

06.05.2019 კულინარია 137 0 0.0

Загрузка...

ძალიან ხშირად საჭიროა, რომ ხორცს სინაზე მივანიჭოთ! როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უხეში ღორის ან ძროხის ხორცის ნაჭერი უფრო რბილი და გემრიელი გახდეს? დღეს საიდუმლო ინგრედიენტს გაგიზიარებთ.

არსებობს რიგი პროდუქტები, რომელთაც ხორცის დარბილება შეუძლიათ.

image

ხახვი

ხახვს და ხახვის წვენს ვერცერთი ხორცის კერძი გვერდს ვერ აუვლის. შეგიძლიათ ხახვი ნახევარ რგოლებად, წვრილად დაჭრათ, გაატარო ან გახეხოთ, შემდეგ ხორცს 1:1 პროპორციით აურიოთ და რამდენიმე საათით ზეწოლის ქვეშ დატოვეთ.

მდოგვი

ეს პროდუქტი ხორცის შესანიშნავი კომპანიონია! მდოგვი ფხვნილის ან თხევადი სოუსის სახით არა მხოლოდ ხორცის ბოჭკოებს დაარბილებს, არამედ მას პიკანტურ გემოს და მსუბუქ სიცხარეს შემატებს. უბრალოდ მთელი ხორცის ნაჭერი მდოგვში ამოავლეთ ან იმწამსვე მცირე პორციებად დაჭერით, 15-20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ შეწვით ან ღუმელში გამოაცხვეთ.

image

ალკოჰოლი

მშრალი ღვინო (წითელი ან თეთრი), ღვინო, არაყი. ხორცი ღვინოში წინასწარ დაალბეთ, ხოლო არაყი (დაახლოებით 50 გრ) უკვე მზა შემწვარს ან რაგუს დაუმატეთ. ლუდი შესანიშნავი ვარიანტია მოსათუშად.

ალკოჰოლი თერმული დამუშავების დროს სრულად აორთქლდება.

ლიმონის, ბროწეულის, ანანასის წვენი

ყველა ეს წვენი შესანიშნავად არბილებს, თუმცა ასეთ მარინადში დიდხანს არ გააჩეროთ, რომ რეზინა არ გამოგივიდეთ.

მარილწყალი

კომბოსტოს ან კიტრის მარილწყალი შესანიშნავი ვარიანტია, კერძს პიკანტურ გემოს მატებს და მარილი საჭირო აღარ არის!

მინერალური წყალი

ეს გამოცდილი მეთოდია დასარბილებლად, ამასთან სჯობს სამკურნალო-პროფილაქტიკური შეარჩიოთ.

image

სახამებელი

წყალში სახამებელი გახსენით და მასში ხორცი ჩაალბეთ - გასაოცარ შედეგს მიიღებთ! წვნიანი ხორცის ნაჭერი ხრაშუნა ქერქით გარანტირებული გექნებათ.

კეფირი

რძისმჟავა პროდუქტი ნებისმიერ სანელებელს აურიეთ და ამ ნარევში ხორცი რამდენიმე საათით გააჩერეთ.

სოიოს სოუსი

ხორცი სოიოს სოუსში 1-1, 5 საათით გააჩერეთ, ასე ხორცი გაჯერებულ მუქ ფერს და ძალიან კარგ გემოს მიიღებს.

კიდევ ერთი მომენტი ნებისმიერი ხორცის მოსამზადებლად: ხორცი წინასწარ არავითარ შემთხვევაში არ დაამარილოთ! მარილი მისგან მთელ წვენს გამოიღებს.

ავტორი: Yoona


ინგრედიენტი, საიდუმლო, რბილი, ხორცი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar