საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა.

01.12.2018 ხელოვნება 85 0 0.0

Загрузка...

პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა.

თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს. თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მას მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ხელოვნების სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.

ავტორი: Fun Time

პრეზიდენტი, ინიციატივა, საგანძური, უნიკალური, საქართველო, დაუბრუნდა, არჩეული, სალომე, ზურაბიშვილი

ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: კურო (21 აპრილი - 21 მაისი) / Zodiaqos 12 nishani: Kuro (21 aprili - 21 maisi)
16.02.2019
ესპანეთის დედოფლის გამორჩეული ჩაცმულობები მაროკოში ვიზიტიდან
16.02.2019
სტუმრად ილონ მასკთან: ინოვაციური სახლი
16.02.2019
რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...