საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს სთხოვს გვერდში დაუდგეს, რომ ,, თბილისი პრაიდი " არ ჩატარდეს

08.07.2019 საზოგადოება 26 0 0.0

Загрузка...

“ თბილისი პრაიდის " ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე. წ.“ ღირსების მარშის" ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

image

სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არ იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი, ამიტომაც როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე. წ.“ პრაიდის " ორგანიზატორები და LGPT წარმომადგენლები.

ამას რაიმე სახის ექსცესები არ გამოუწვევია, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება.

მაგრამ როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლიტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი “ ფასეულობების " პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას. და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვისი ქვეყნის გამოცდილებას მიიჩნევს რომ ე. წ. “ პრაიდი" არ არის ცალკე აღებული მოვლენა. არამედ შორს მიმავალი სტრატეგიის ერთერთი ეტაპია და მიმართულია ერთსქესიანთა ქორწინებისა და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ.

მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ამასთან მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ე. წ.“ პრაიდის " ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს, საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას.

შევთხოვთ ღმერთს შეგვეწიოს. რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს.

წყარო

სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი პრაიდი

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar