სახალხო დამცველი: დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩის საქმეზე სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე

12.07.2018 ახალი ამბები 20 0 0.0


loading...
Загрузка...

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი”- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა, ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელიც შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ.
metronome.ge


დაიწყო, გამოძიება, ხორავა, ჩადენა, დანაშაული, დამცველი, სახალხო, სამოხელეო, საქმე, ქუჩა

როგორ ცხოვრობენ რუსი მილიონერების შვილები?
22.07.2018
ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
22.07.2018
რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები
22.07.2018
ემოციები თანდაყოლილია თუ კულტურით არის განპირობებული?
22.07.2018
მოდური ჩანთა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
22.07.2018
ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
22.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...