სახლი ნიუ-იორკის სიახლოვეს: სტუმრად ქეთრინ ზეტა-ჯონსთან და მაიკლ დუგლასთან

17.09.2019 დიზაინი და ინტერიერი 45 0 0.0

Загрузка...

მსახიობებმა ქეთრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა უესტჩესტერში სახლი გაყიდეს და ნიუ-იორკის სიახლოვეს დაფუძნება გადაწყვიტეს. ახალი საცხოვრებელი მანჰეტენიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და მისი ფასი 4.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ეს სამსართულიანი სახლი მდინარე ჰუდსონის მიდამოებში მდებარეობს და 1930 წელს აშენდა. ვარსკვლავი ცოლ-ქმარი 5 ჰექტარ მიწას ფლობს. სახლში სულ 22 ოთახია, მათ შორის 8 საძინებელი მდიდრული ინტერიერით და 12 სააბაზანო. აქ ასევე არის დიდი შიდა აუზი, ბუხარი, ბარი, თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი, სათამაშო ოთახი და 4 მანქანისთვის განკუთვნილი ავტოფარეხი.

ნათელი საძინებლიდან უზარმაზარ გარდერობს დაინახავთ. აქვეა განცალკევებული სასტუმრო ოთახი და თეთრი მარმარილოთი გაწყობილი აბაზანა.

სასადილო ოთახში 8 კაცზე გაშლილ მაგიდას მდიდრული ჭაღი დაჰყურებს. ბიბლიოთეკის ფანჯრებიდან მთელი სახლის ხედი იშლება. სახლში მოწყობილია ტერასაც, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს.

ახალ სახლში წყვილი ორ შვილთან, 19 წლის დილანთან და 16 წლის კერისთან ერთად ცხოვრობს.

ავტორი: ანი მესხიშვილი


სახლი, ნიუ-იორკი, სიახლოვე, სტუმარი, ქეთრინ ზეტა-ჯონსი, მაიკლ დუგლასი

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar